ელექტრონული სერვისები

ელექტრონული სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი მიზანია ახალი ელექტრონული მართვის სისტემებისა და ბაზების შექმნა. აღნიშნულ სისტემებთან წვდომა ექნება განათლების სისტემაში შემავალ ყველა სუბიექტს, შესაბამისი უფლებების გათვალისწინებით, რაც საშუალებას მისცემს სამინისტროს ჰქონდეს გაცილებით ზუსტი და ოპერატიული ინფორმაცია.

ასევე, დაგეგმილია მონაცემთა ბაზების ინტეგრაცია და ინფორმაციის გაცვლა სხვა უწყებების ელექტრონულ სისტემებთან. პროექტის წარმატებით განხორციელებისათვის აუცილებელია მონაცემთა  ერთიანი  შენახვისა და დამუშავების ცენტრი, რომლის შექმნაც დაიწყო 2011 წლის მარტში. ცენტრი აგებულია საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით და დაგეგმილია მისი მოდერნიზება და სიმძლავრეების ზრდა, განათლების სისტემის მოთხოვნების გათვალისწინებით.