საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ საჯარო სკოლის დირექტორთა შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპი გამოაცხადა.

14-02-2015

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ დირექტორობის უფლების დამადასტურებელი სერტიფიკატის მქონე პირებს. კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, დირექტორობის უფლების მქონე პირებმა, უნდა შეავსონ განაცხადის ფორმა ვებგვერდზე www.directors.mes.gov.ge. ელექტრონული განაცხადის შევსების ვადად განსაზღვრულია 2015 წლის 16, 17, 18 თებერვალი. რეგისტრაციის ბმული გაიხსნება 16 თებერვალს 10:00 საათზე.

დირექტორობის უფლების მქონე პირებს ელექტრონული თანხმობის განაცხადში არჩეული საჯარო სკოლების შეცვლა შეეძლებათ 2015 წლის 19 თებერვალს.

კონკურსანტებს საშუალება ექნებათ აირჩიონ  3 საჯარო სკოლა.

ასარჩევი საჯარო სკოლების ნუსხა.

ელექტრონული რეგისტრაციისთვის სავალდებულოა შემდეგი დოკუმენტების ატვირთვა:

  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი
  • ფოტოსურათი
  • სამოტივაციო წერილი
ელექტრონული თანხმობის ფორმის შევსების ინსტრუქცია შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე: www.directors.mes.gov.ge