2015-2016 სასწავლო წლისათვის პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება

2015-2016 სასწავლო წლისათვის პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება
22-04-2015
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აცხადებს პირველკლასელთა რეგისტრაციას 2015-2016 სასწავლო წლისათვის. 

რეგისტრაცია განხორციელდება 3 ეტაპად:

I ეტაპი:  2015 წელი, 23 აპრილი - 4 მაისი
რეგისტრაცია განხორციელდება სკოლაში. რეგისტრირდებიან ის მოსწავლეები:
  • რომლის და-ძმაც სწავლობს ამ სკოლაში;
  • რომლის მშობელიც სკოლის თანამშრომელია;
  • რომლის ოჯახიდანაც ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში;
I ეტაპზე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება სკოლაში, 2015 წლის 5 მაისიდან 13 მაისის ჩათვლით. 

II ეტაპი - საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია
2015 წელი, 15 მაისი - 9 ივნისი
რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებგვერდზე. 

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში II ეტაპზე რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება  2015 წლის 11 ივნისიდან  21 ივნისის  ჩათვლით.

I და II ეტაპზე  მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების  განსაზღვრულ ვადებში წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად უქმდება.

III ეტაპი: 2015 წელი, 22 ივნისი - 11 ივლისი
რეგისტრაცია განხორციელდება სკოლაში, II ეტაპის დასრულების შემდგომ გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ადგილებზე, მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის  საფუძველზე.  

2015-2016  სასწავლო წელს, ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების უფლება აქვთ იმ მოსწავლეებს, რომელთა ასაკი შეესაბამება კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს.