პირველკლასელთა რეგისტრაციის I ეტაპი სრულდება
შეგახსენებთ, რომ დღეს - 2015 წლის 4 მაისს, 20:00 საათზე დასრულდება პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი.
რეგისტრირდებიან ის მოსწავლეები:
• რომლის და-ძმაც სწავლობს ამ სკოლაში;
• რომლის მშობელიც სკოლის თანამშრომელია;
• რომლის ოჯახიდანაც ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში;
პირველ ეტაპზე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება სკოლაში - 2015 წლის 5 მაისიდან 13 მაისის ჩათვლით.