ესტონეთის განათლების წარმომადგენლების ვიზიტი

ესტონეთის განათლების წარმომადგენლების ვიზიტი
15-05-2015

საქართველოში პროფესიული განათლების განვითარების მხარდაჭერის ფარგლებში, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში სტუმრად იმყოფებოდნენ ესტონეთის განათლების სამინისტროს წარმომადგენელი, ფონდ Innove-ს საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის თავმჯდომარე და დირექტორთა საბჭოს წევრი.

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსმა - ლაშა ვერულავამ, სტუმრებს გააცნო მიმდინარე მნიშვნელოვანი პროექტები, როგორიცაა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მართვის საინფორმაციო სისტემა eSchool და საზოგადოებრივი კოლეჯის განახლებული სასწავლო პროგრამები. 

სტუმრებმა დაათვალიერეს თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორიები და EMIS-ის წარმომადგენლებს გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება, ესტონეთში საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვის კუთხით.