ღია ლექციები (Masterclass) პროფესიული სტუდენტებისათვის

19-08-2015

2015 წლის ივლისის განმავლობაში განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის პროფესიულ სტუდენტებს ჩაუტარდათ ღია ლექციები(masterclass) სხვადასხვა თემებზე:

  • 10 ივლისი - ” პოპულარული პროგრამირების ენები და ტექნოლოგიები”.

პრეზენტატორი: გიორგი კოჭლამაზაშვილი, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის პროგრამისტი.

  • 23 ივლისი - ” კიბერ უსაფრთხოება კორპორატიულ გარემოში”.

პრეზენტატორები:დავით ტატიშვილი – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ქსელის უფროსი ადმინისტრატორი;

როსტომ ნებიერიძე – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ქსელის ადმინისტრატორი.

  • 23 ივლისი - ” 3D პრინტერის მუშაობის პრინციპები და სამგანზომილებიანი ბეჭდვა”.

პრეზენტატორები: ნიკოლოზ გოგოჭური და ლევან დანელია CG GEORGIA-ს თანადამფუძნებლები.

  • 24 ივლისი - ” ვებ დიზაინი”.

პრეზენტატორი: დავით ხარაშვილი - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის პროგრამისტი.