სკოლის მოსწავლეთა მობილობით დაინტერესებულ პირებს!

სკოლის მოსწავლეთა მობილობით დაინტერესებულ პირებს!
14-09-2015
 მოსწავლეების მობილობა შესაძლებელია განხორციელდეს მიმღებ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში არსებული თავისუფალი ადგილების ფარგლებში.



 მობილობა დაუშვებელია:


  • კალენდარული წლის პირველი სექტემბრიდან 16 სექტემბრამდე;
  • სასწავლო წლის დასრულებამდე 30 კალენდარული დღის განმავლობაში;
  •  მე-12 კლასის მე-2 სემესტრის მიმდინარეობისას.
მობილობით დაინტერესებულმა პირებმა 16 სექტემბრიდან უნდა მიმართონ მიმღებ სკოლას, რომელიც უფლებამოსილია მოახდინოს გასაუბრება მობილობის მსურველთა ჩარიცხვამდე და დაადგინოს ცოდნისა და უნარების თავსებადობა ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონესთან.