პროფესიულ კოლეჯში საბუთების მიღება დაიწყო!

20-10-2015
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის პროფესიულ კოლეჯში საბუთების მიღების ვადა განისაზღვრა 2015 წლის 20 ოქტომბრიდან 28 ოქტომბრის ჩათვლით . საბუთების მიღება მიმდინარეობს 10სთ -დან 17 სთ-ის ჩათვლით.

კოლეჯში ჩასარიცხად წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:
1. განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
2. პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველის
2ც. ფოტოსურათი (3X4);
3. პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველის
საბაზო/პროფესიული/ზოგადსაგანმანათლებლო/უმაღლესი
განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიალურად
დამოწმებული ასლი ან ცნობა საბაზო საფეხურის დაძლევის თაობაზე;
თუ აპლიკანტი არასრულწლოვანია და განცხადება შემოაქვს მის მშობელს,

დამატებით უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
1. პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველის
მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის, პირადობის მოწმობის ასლი ;
2. პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველის
დაბადების მოწმობის ასლი;
3. მინდობილობა - კანონიერი წარმომადგენლობის შესახებ ან
უფლებამოსილების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი თუ
განცხადება შემოაქვს კანონიერ წარმომადგენელს.