EMIS-ი ურბანული გამწვანების აქციას შეუერთდა

EMIS-ი ურბანული გამწვანების აქციას შეუერთდა
09-11-2015
6 ნოემბერს, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის თანამშრომლებმა თბილისის მერიის ურბანული გამწვანების ფარგლებში გამართულ აქციაში მონაწილეობა   მიიღეს.

გამწვანების ღონისძიებები ქალაქის სხვადასხვა ნაწილში განხორციელდა და დაირგო ფიჭვისა და ნეკერჩხლის ნერგები. 
ურბანული გამწვანების აქცია დეკემბრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება და ქალაქის შემოგარენსა და შიდა ტერიტორიაზე სულ 313 000 ხე-მცენარე დაირგვება.