უფასო სკრინინგის პროგრამა

29-01-2016
„საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის გეგმის ფარგლებში, სკრინინგული კვლევებისადმი მოსახლეობის ხელმისაწვდომობის გაზრდის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 სექტემბრის №1974 განკარგულების საფუძველზე დამტკიცებული საყოველთაო სკრინინგის ღონისძიებებში მონაწილეობის მიზნით, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შესაძლებლობა ეძლევა  ჩაიტაროს უფასო სკრინინგი. 

27 იანვარს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრმა, სკრინინგის პროგრამის ფარგლებში, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის თანამშრომლებს და პროფესიული კოლეჯის  სტუდენტებს  ადგილზე, უფასოდ  ჩაუტარა  შიდსის და C ჰეპატიტის ვირუსზე გამოკვლევა.