საქართველოს საჯარო სკოლებში სამეურვეო საბჭოს არჩევნები ჩატარდა!

11-06-2016

2016 წლის 10 ივნისს, ჩატარდა სკოლების სამეურვეო საბჭოს არჩევნები. არჩევნები  3 წელიწადში ერთხელ ტარდება და მის წევრებს მშობლები და პედაგოგები ირჩევენ.  

სამეურვეო საბჭო სკოლის  მმართველობაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია. იგი ირჩევს სკოლის დირექტორს, ამტკიცებს სკოლის ბიუჯეტსა და შინაგანაწესს, ითანხმებს სასკოლო სასწავლო გეგმას.

წელს პირველად, სამეურვეო საბჭოს არჩევნების  შედეგების შეჯამების და გამარჯვებულ წევრთა რეგისტრაციის პროცესი ელექტრონული სისტემის გამოყენებით განხორცილდა. ეს სისტემა დაინერგა განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ და მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს საარჩევნო პროცესს, საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების შედეგების დროულ შეჯამებას,  გამარჯვებულთა გამოვლენას და მიღებული შედეგების სისტემაში ასახვას.

არჩევნების შედეგები ძალაში შედის განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრაციის მომენტიდან.