განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონული სერვისების პრეზენტაცია

13-06-2016
ევროკავშირის TWINNING-ის პროექტის “ელ-მმართველობის განვითარება საქართველოში II” ფარგლებში,  9 -11 ივნისს, ყვარელში სასტუმრო “შატო ბატონებში” გაიმართა სამუშაო შეხვედრა ჟურნალისტებთან.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ჟურნალისტების გათვითცნობიერება  თუ როგორ ხდება ელ-მმართველობის განვითარება საქართველოში, რათა შემდგომ მათ შეძლონ ინფორმაციის მიწოდება მოსახლეობისათვის, ელექტრონული სერვისების შესახებ. 

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონული სერვისების პრეზენტაცია წარმოადგინა პროექტის მენეჯერმა - მარიამ ავალიანმა.
 
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მონაწილეობა  მნიშვნელოვანი იყო  აღნიშნულ ღონისძიებაში, რათა ჟურნალისტებს შექმნოდათ ნათელი წარმოდგენა, თუ რა სახის სერვისების მიწოდებას უზრუნველყოფს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა.