სტუდენტთა ოლიმპიადის გამარჯვებულთა დაჯილდოვება

15-07-2016
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის საზოგადოებრივ  კოლეჯში გაიმართა პროფესიულ სტუდენტთა ოლიმპიადა სამ პროფესიულ პროგრამაზე:

ვებ პროგრამირება;
კომპიუტერული ქსელების ადმინისტრირება;  
სამგანზომილებიანი გრაფიკა 3D MAX.

ღონისძიება გახსნა და მონაწილეებს მიესალმა  სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსი – ლაშა ვერულავა, უფროსის მოადგილე – მამუკა ჯანჯალია, პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსი - ირინა წეროძე და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე – ქეთევან ნატრიაშვილი, რომელმაც განაცხადა რომ, ოლიმპიადის ჩატარების მიზანს წარმოადგენდა მართვის სისტემის სასწავლო პროცესის სტიმულირება,  ობიექტური და გამჭვირვალე შეფასების სისტემის გამოყენებით  ნიჭიერი პროფესიული სტუდენტის გამოვლენა და წახალისება. 
  
2016 წლის ოლიმპიადაში გამარჯვებულები და საპრიზო ადგილზე გასულები დაჯილდოვდნენ კომპიუტერული ტექნიკის  და აქსესუარების  სასაჩუქრე ვაუჩერებით  და სამახსოვრო სიგელებით.