პროფესიული განათლების მიღების მსურველთათვის რეგისტრაცია დაიწყო

პროფესიული განათლების მიღების მსურველთათვის რეგისტრაცია დაიწყო
27-03-2017

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, 27 მარტიდან - 8 აპრილის ჩათვლითაცხადებს პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაციას.

ყველა დაინტერესებულ პირს აქვს  შესაძლებლობასახელმწიფოს  სრული დაფინანსებით დაეუფლოს სასურველ პროფესიას  ტურიზმისმშენებლობის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სხვა მიმართულებებით.

რეგისტრაციის გავლა, პირადობის მოწმობით, შესაძლებელია საქართველოს მასშტაბით არსებულ  საგანმანათლებლო რესურსცენტრებსა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ  დაწესებულებებში.

წელს პირველად, აპლიკანტებს საშუალება აქვთ ასევე გამოიყენონ ელექტრონული (ონლაინ) რეგისტრაციის რეჟიმიც www.vet.emis.ge  ვებ გვერდის მეშვეობით.

შეგახსენებთ რომ რეგისტრაცია შესაძლებელია ერთი მიმართულების ქვეშ არსებულ ერთზე მეტ პროგრამაზე!

ინფორმაცია პროფესიული ტესტირების შესახებ და ასევე ტესტების ნიმუშები განთავსებულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე (www.naec.ge).

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა  გისურვებთ წარმატებას!