სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ყველაზე ღია დაწესებულებად დასახელდა!

04-04-2018
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ანგარიშის მიხედვით, სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა 2017 წლის მონაცემებით საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობით ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებლით დასახელდა. 


საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მონიტორინგმა აჩვენა, რომ სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ 2017 წელს მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია სრულყოფილი სახითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული 10 დღიანი ვადის დაცვით გასცა.

ასევე, შეგახსენებთ, რომ სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა 2016 წელსაც დასახელდა ერთ-ერთ ყველაზე ღია საჯარო დაწესებულებად და დაჯილდოვდა სპეციალური სიგელით - 2016 წელს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის.