„პროფესიული პროგრამების რეიტინგული ჩამონათვალის ცვლილება, 7-10 მაისი“

07-05-2019
07 მაისიდან 10 მაისს 18:00 საათამდე, პროფესიული განათლების მიღების მსურველ აპლიკანტებს, პირველადი საფეხურის პროფესიული ტესტირების ქულის გაცნობის შემდეგ, საშუალება აქვთ შეცვალონ რეგისტრაციის დროს არჩეული პროგრამების რეიტინგული ჩამონათვალი ვებ გვერდზე - www.vet.emis.ge.

გაითვალისწინეთ, რომ აპლიკანტი უფლებამოსილია შეცვალოს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგული ჩამონათვალი, მის მიერ ჩაბარებული პროფესიული უნარების ტესტისა და საგნის/საგანთა ჯგუფის ფარგლებში, ან დაამატოს ახალი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა მის მიერ ჩაბარებული პროფესიული უნარების ტესტისა და საგნის/საგანთა ჯგუფის ფარგლებში, გარდა, იმ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისა, რომლის დაშვების წინაპირობა არის შიდა კონკურსი.