პროფესიული განათლების ვაუჩერული დაფინანსება გრძელდება

პროფესიული განათლების ვაუჩერული დაფინანსება გრძელდება
23-03-2012
პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარეობს. დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე და ჯანმრთელობის, შრომისა  და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი პროფესიული განათლების ცენტრ „იკაროსს“ ეწვივნენ. ზურაბ ჭიაბერაშვილმა ბრეგაძეების სოციალურად დაუცველი ოჯახის ორ წევრს - ძმებს, დავითსა და კონსანტინეს პროფესიული განათლების 1000 ლარიანი ვაუჩერი პირადად გადასცა.

პროფესიული განათლების მიღების მსურველები სახელმწიფოსაგან 1000 ლარიან ვაუჩერს იღებენ და სასურველ სასწავლებელს თავად ირჩევენ. ვაუჩერით სრულად ფინანსდებიან სოციალურად დაცუველი სტუდენტები, მიმდინარე წლის ცხრაკლასდამთავრებულები და მეთორემეტეკლასელები, რომელთაც სკოლის დამთავრების შემდეგ პროფესიული განათლების დაეუფლება გადაწყვიტეს .

რეგისტრაცია საქართველოს მასშტაბით სამ საინფორმაციო ცენტრში წარმატებით მიმდინარეობს.

სახელმწიფომ პროფესიული განათლების დაფინანსებისათვის შვიდი მილიონი ლარი გამოყო, რაც შვიდიათას ადამიანს საშუალებას მისცემს ისწავლოს, იშრომოს, გახდეს პროფესიონალი და დასაქმდეს.