თბილისის საჯარო სკოლების School Box-ებით აღჭურვა დაიწყო

თბილისის საჯარო სკოლების School Box-ებით აღჭურვა დაიწყო
01-05-2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინიცირებული ახალი პროექტის ფარგლებში, თბილისის საჯარო სკოლების School Box-ებით აღჭურვა  მიმდინარეობს. დღეს, დიმიტრი შაშკინი 84-ე საჯარო სკოლაში ტექნიკის შეტანის პროცესს დაესწრო. სპეციალურად შერჩეული და დატესტილი აპარატურისაგან შემდგარი School Box-ები რეგიონების სკოლებს უკვე გადაეცა. პირველ ეტაპზე School Box-ი 1500 სკოლას დაურიგდება. 

School Box-ი ეს არის ყუთში ჩატვირთული თანამდეროვე სისტემა, რომელიც სტაბილურ და უსაფრთხო ინტერნეტკავშირს უზრუნველყოფს და სკოლებს დამატებითი ელექტრონული სერვისების განხორციელებაში ეხმარება.

უწყვეტი ინტერნეტკავშირი, ონლაინ შეფასებები, საკონტროლო სამუშაოები, კონფერენციები, ვიდეო გაკვეთილები - ეს არის ძირითადი მიზანი, რის განხორციელებაშიც მასწავლებლებსა და მოსწავლეებს ახალი აპარატურა ე.წ. School Box-ი დაეხმარება. შედეგად, ხარისხობრივად გაუმჯობესდება სასწავლო პროცესი, ყველა მოსწავლეს  შესაძლებლობა ექნება უწყვეტ  რეჯიმში ისარგებლოს ინტერნეტით, ადგილი აღარ ექნება ლოჯისტიკურ და ტექნიკურ ხარვეზებს.

წელს პირველად, საატესტატო გამოცდები სწორედ ახალი სისტემის გამოყენებით ჩატარდება. ახალი სასწავლო წლიდან კი, სკოლებში სასწავლო და შეფასებითი პროცესი School Box-ების დახმარებით, ელექტრონულად წარიმართება. სკოლები, მასწვლებლები, მოსწავლეები ინფორმაციებს ონლაინ რეიჟიმში მიიღებენ. ახალი სისტემა სკოლებს ასევე დაეხმარება  ჰქონდეთ მჭიდრო ონლაინკავშირი.

School Box-ის დანერგვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი რეგიონების სკოლებისთვისაა, ახალი სისტემა მათ იგივე მომსახურებასა და კომფორტს სთავაზობს, რასაც ქალაქის სკოლებს.