EMIS IT აკადემიას საზოგადოებრივი კოლეჯის სტატუსი მიენიჭა!

EMIS   IT აკადემიას საზოგადოებრივი კოლეჯის სტატუსი მიენიჭა!
11-05-2012
საზოგადოებრივი კოლეჯის სტატუსი, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების უმაღლეს ნიშნულს გულისხმობს. სტატუსის ფარგლებში შესაძლებელია პროფესიული სასწავლო პროგრამების 4 და 5 საფეხურის სწავლება.

ამ ეტაპზე აკადემიაში, ვებ ტექნოლოგისა და კომპიუტერული ქსელების და სისტემების სპეციალობებზე უკვე არსებობს 4 დონის პროგრამები. სამომავლოდ IT აკადემიაში აღნიშნული პროგრამებისა და სხვა სპეციალობების უმაღლესი სასწავლო საფეხურების  შექმნა იგეგმება.