მეთორმეტეკლასელებისთვის პრეტესტი მიმდინარეობს!

მეთორმეტეკლასელებისთვის პრეტესტი მიმდინარეობს!
20-05-2012
საატეტსტო გამოცდების წინ, 19 და 20 მაისს საატესტატო გამოცდებზე დარეგისტრირებული ყველა მოსწავლისთვის პრეტესტი მიმდინარეობს. საქართველოს 1600-ზე მეტ სკოლაში პრეტესტი ორი დღის განმავლობაში 8 სესიად ჩატარდება. დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები აპრობაციას ყველა იმ საგანში გაივლიან, რომლის ჩაბარებაც საატესტატო გამოცდებზე მოუწევთ.

19 მაისს პრეტესტი 09:00 საათზე ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტირებით დაიწყო, რომლის დასრულების შემდეგ მოსწავლეებმა უცხო ენის, ისტორიისა და გეოგრაფიის დავალებებზე იმუშავეს.

პრეტესტის დასრულების შემდეგ, 21 მაისს მეთორემეტეკლასელებისთვის საატესტატო გამოცდები დაიწყება, რომელიც 30 მაისს დასრულდება.