საატესტატო გამოცდების შუალედური შედეგები

საატესტატო გამოცდების შუალედური შედეგები
25-05-2012
დღეს ფიზიკის გამოცდით  2011-2012 სასწავლო წლის საატესტატო გამოცდების პირველი კვირა დასრულდა. 42 ათასამდე დამამთავრებელი კლასის მოსწავლემ ქართულ ენასა  და ლიტერატურაში, უცხო ენაში, ისტორიაში, გეოგრაფიასა და ფიზიკაში უკვე გამოსცადა თავისი შესაძლებლობები.  გამოცდების შუალედური შედეგები ასეთია:
  • ფიზიკაში მხოლოდ 5%-ზე ნაკლებმა ვერ გადალახა ბარიერი;
  • არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეების 90%-მა ქართულ ენაში მაღალი შედეგი აჩვენა;
  • უცხო ენებს შორის  ინგლისურში მოსწავლეთა ყველაზე ნაკლები რაოდენობა მხოლოდ 2% -ი ჩაიჭრა.
შუალედური შედეგების მიხედვით, მოსწავლეებმა წელს გაცილებით მაღალი შედეგი აჩვენეს, ვიდრე შარშან. საგნების მიხედვით საშუალო 8 ქულა დაფიქსირდა, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია.

წელს მაღალი აკადემური მოსწრება აჩვენეს არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეებმაც. მათგან ბარიერი მხოლოდ 10%-მა ვერ გადალახა, რაც ნიშნავს, რომ პროგრამა ”ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის”, რომელიც პრეზიდენტის მიერ არის ინიცირებული,  წარმატებით მიმდინარეობს.

გამოცდებმა  ტექნიკურადაც გამართულად ჩაიარა. მობილიზებული იყო და დროულ რეაგირებას ახდენდა პროცესში ჩართული ყველა სამსახური.

გამოცდები გრძელდება. მოსწავლეები 28 მაისს - ქიმიაა; 29 მაისს - ბიოლოგიას, ხოლო 30 მაისს - მათემატიკას ჩააბარებენ.