ეროვნული კონკურსი პროფესიული უნარების წარმოსაჩენად

ეროვნული კონკურსი პროფესიული უნარების წარმოსაჩენად
01-03-2013
WorldSkills Georgia მასშტაბური პროექტი, გერმანიის მთავრობის მხარდაჭერითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ტექნიკური დახმარებით ყოველწლიურად მართავს კონკურსს ,პროფესიულ უნარებში, რაც პროფესიებში მსოფლიო დონის სტანდარტების დამკვიდრებას და წარმატებული ახალგაზრდების გამოვლენას ემსახურება. კონკურსის შედეგად გამოვლენილი კანდიდატები ღირსეულად წარმოაჩენენ საქართველოს საერთაშორისო კონკურსებზე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების(GIZ) მხარდაჭერით, „დიდუბე პლაზას“ საკონფერენციო დარბაზში 2013 წელს გაიხსნა პროექტ WorldSkills Georgia-ს ეროვნული კონკურსი. ღონისძიებას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი, კერძო/საჯარო სტრუქტურების, ასოციაციების, პროფესიული კავშირების გაერთიანების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
16-17 თებერვალს პროფესიულ კოლეჯებში „სპექტრი“ და „იკაროსი“ გამართულ პროექტ WorldSkills Georgia-ს ეროვნული კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული EMIS-ის წარმომადგენელი უჩა ღვინიაშვილი, მონაწილეობას მიიღებს WorldSkills International-ის 42-ე კონკურში , რომელიც ლაიპციგში, 2013 წლის 2-7 ივლისს გაიმართება.
WorldSkills -ის კონკურსში მონაწილეობა ხელს უწყობს საქართველოში პროფესიული განათლების განვითარებასა და პოპულარიზაციას.