2013 წლის გამოსაშვები გამოცდების საცდელი ტესტირება (პრეტესტი)

13-05-2013
გამოცდების ეროვნული ცენტრი   2013 წლის გამოსაშვები გამოცდებისათვის  მასშტაბური აპრობაციის ჩატარებას იწყებს. გამოცდების  უხარვეზოდ წარმართვას და  მის ტექნიკურ უზრუნველყოფას       სამინისტროს  განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის  200-ზე მეტი IT სპეციალისტი  განახორციელებს . პროცესს 600-ზე მეტი მეთვალყურე დააკვირდება .საცდელი ტესტირებების მიზანი ტესტური დავალებების გამოცდა და ბაზის შექმნაა.

აპრობაციები 13 - 18 მაისს ჩატარდება. საცდელ ტესტირებებში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს ყველა რეგიონის 400-მდე სკოლის 35 000-მდე მე-11 და მე-12 კლასების მოსწავლე. პრეტესტებისას მეთორმეტეკლასელები გამოსაშვები გამოცდების დავალებებზე იმუშავებენ  და ამით იმ გარემოს გაეცნობიან რაც მათ საატესტატო გამოცდებზე ექნებათ.

2013 წლიდან გამოცდების ეროვნული ცენტრი კვლავ კომპიუტერზე ადაპტირებულ ტესტირებით (CAT-ის სისტემა), მთელი საქართველოს მასშტაბით, პრაქტიკულად ყველა სკოლაში ჩაატარებს გამოსაშვებ გამოცდებს.

4 გამოცდას (ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია) მეთორმეტეკლასელები მიმდინარე წლის შემოდგომაზე ჩააბარებენ, დანარჩენს ოთხს კი (ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენა, მათემატიკა, ისტორია) სასწავლო წლის ბოლოს. ამასთან, მოსწავლეებს, რომლებიც შემოდგომაზე ვერ შეძლებენ ბარიერის გადალახვას ამა თუ იმ საგანში, განმეორებით მიეცამათ შესაბამისი გამოცდის ჩაბარების შესაძლებლობა.