21-ე საუკუნის გადაწყვეტილებები განათლების სისტემისათვის

21-ე საუკუნის გადაწყვეტილებები  განათლების სისტემისათვის
10-07-2013
10-11 ივლისს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ტარდება სემინარი სხვადასხვა რაიონული ცენტრიდან მოწვეული სკოლის  IT  სპეციალისტებისათვის. სემინარი მიმდინარეობს კომპიუტერული ტექნოლოგიების უმსხვილესი კორპორაციის Intel-ის საგანმანათლებლო ინიციატივების ფარგლებში. მისი მიზანია უახლესი საინფორმაციო და პედაგოგიური ტექნოლოგიების გავრცელება განათლების სფეროში.

Intel-ის მიერ შემუშავებული სასწავლო მოდულები  მიმართულია,  რომ:

- მოსწავლემ გამოიმუშავოს ინფორმაციის მოპოვების, გადარჩევისა და ანალიზის უნარი;
- შესძლოს ახალი ცოდნის  სინთეზი და ამოცანების გადაწყვეტა;
- პედაგოგმა ჩამოიყალიბოს უახლესი ინფორმაციისა და პედაგოგიური ტექნოლოგიების ეფექტური და კომპლექსური გამოყენების უნარი კლასში;
- თანამედროვე სასწავლო პროცესით ხელი შეუწყოს მოსწავლეთა იმ ფასეულობების, ცოდნისა და უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას, რომელიც ასე აუცილებელია 21-ე საუკუნის ადამიანისათვის.