WorldSkills 2013-ის გამარჯვებული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის წარმომადგენელი უჩა ღვინიაშვილი გახდა

WorldSkills 2013-ის  გამარჯვებული  განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის წარმომადგენელი უჩა ღვინიაშვილი გახდა
12-07-2013
გერმანიის ქალაქ ლაიფციგში დასრულდა პროფესიული ოსტატობის მსოფლიო ჩემპიონატი - WorldSkills 2013. ჩემპიონატი საკმაოდ წარმომადგენლობითი იყო. 52 ქვეყნის 1000-მდე მონაწილე ერთმანეთს 46 პროფესიულ უნარებში ეჯიბრებოდა.

საქართველომ წელს პირველად მიიღო მონაწილეობა ამ კონკურსში და წარსდგა WorldSkills Georgia”-ს ეროვნულ ჩემპიონატში გამარჯვებული სამი წევრით: უჩა ღვინიაშვილი - ვებდიზაინერი, ევგენი მოროზოვი - შემდუღებელი, თინათინ იორდანიშვილი - მზარეული.

ვებდიზაინერმა უჩა ღვინიაშვილმა, წარმატებული ასპარეზობისთვის 2 მედალი დაიმსახურა. იგი გახდა ჩვენი ქვეყნის საუკეთესო წარმომადგენელი, მან კონკურსის დახურვის გრანდიოზულ ცერემონიაზე მიიღო მედალი Best of Nations და დაჯილდოვდა წარმატების მედლით-Medallion of Excellence.

იხილეთ გალერეა