დამამთავრებელი კლასის ექსტერნის გამოცდები წარმატებით დასრულდა

29-07-2013
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ, წელს პირველად, ცეტრალიზებულად ელექტრონული ფორმით ჩატარებული გამოცდები წარმატებით დასრულდა. გამოცდების მოსამზადებელ ეტაპზე, აგრეთვე ტესტირების ზედამხედველობისა და მონიტორინგის პროცესში მონაწილეობას ღებულობდნენ სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის, მათ შორის, სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის თანამშრომლები.  
გამოცდების მიმდინარეობისას სისტემის, ქსელისა და სკოლებში კომპიუტერული ინფრასტრუქტურის გამართულობას განათლების მართვის საინფომაციო სისტემა უზრუნველყოფდა. გამოცდის მონაწილეებმა ცეტრალიზებულად  8 საგანი ჩააბარეს.
ელექტრონული საგამოცდო სისტემის ეფექტურად წარმართვისათვის, სსიპ განათლების მართვის საინფორმციო სისტემის თანამშრომლებს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 26 ივლისის N2/კ-382 ბრძანებით მადლობა გამოეცხადათ.