პროფესიულ განათლებაში კერძო სექტორის ჩართულობა

02-08-2013
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებითა და სს „ლიბერთი ბანკის“ მხარდაჭერით, პროფესიულ განათლებაში კერძო სექტორის ჩართულობის თემაზე კონფერენცია გაიმართა, რომელიც მინისტრმა თამარ სანიკიძემ გახსნა.

კონფერენციის მიზანი იყო დამსწრე საზოგადოებისათვის პროფესიული განათლების განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიის, მისი სამოქმედო გეგმისა და კერძო სექტორის პროფესიულ განათლებაში ჩართულობის თაობაზე რეკომენდაციების გაცნობა. ღონისძიების ფარგლებში, სახელმწიფო და კერძო კოლეჯების წარმომადგენლებმა დამსაქმებლებთან ურთიერთობისა და მათი პროფესიულ განათლებაში ჩართულობის საუკეთესო მაგალითები წარმოადგინეს.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ: სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულებისა  და  30-მდე მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან კონფერენციას ესწრებოდნენ უფროსი ლაშა ვერულავა და პროფესიული პრაქტიკისა და დასაქმების ხელმძღვანელი თამარ ლომინაძე.