ფესტივალი - „პროფესიული განათლება დასაქმებისთვის“

ფესტივალი - „პროფესიული განათლება დასაქმებისთვის“
16-09-2013
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებითა და სააქციო საზოგადოება „ლიბერთი ბანკის“ მხარდაჭერით, ფესტივალი - „პროფესიული განათლება დასაქმებისთვის“ გაიმართა. ფესტივალში მონაწილეობა პროფესიული პროგრამების განმახორციელებელი 30-მდე დაწესებულებამ მიიღო. ფესტივალი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა გახსნა.

ფესტივალზე მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ მთელი დღის განმავლობაში ადგილზე გაევლოთ რეგისტრაცია მათთვის სასურველ პროგრამებზე, გაცნობოდნენ პროფესიული ტესტების ნიმუშებს, დაეთვალიერებინათ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ წარმოდგენილი ვიზუალური მასალა და მოესმინათ მათი პრეზენტაციები.

საზოგადოებრივმა კოლეჯმა განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ ექსპოზიციაზე სასაჩუქრე მაისურები და სარეკლამო ბუკლეტები ფესტივალზე მოსულ სტუმრებს გადასცა. ექსპოზიციაზე მაქსიმალურად იყო წარმოდგენილი ის პროდუქცია, რომლის შექმნასა და მომზადებასაც ეუფლებიან სტუდენტები სახელმწიფო პროფესიულ სასწავლებლებში. გალერეა