საჯარო სკოლის დირექტორების სერტიფიცირების მეორე ეტაპი იწყება

საჯარო სკოლის დირექტორების სერტიფიცირების მეორე ეტაპი იწყება
23-10-2013
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საჯარო სკოლის დირექტორების სერტიფიცირების მეორე ეტაპის - გასაუბრების ჩატარებას იწყებს.

გასაუბრება დაიწყება იმ კანდიდატებთან, რომელთაც 2012 წელს წარმატებით გადალახეს სერტიფიცირების პირველი ეტაპი - ტესტირება. დანართის სახით იხილეთ გასაუბრების გრაფიკი.

იმ კანდიდატებისათვის, რომელთაც სერტიფიცირების ტესტირების ეტაპი 2013 წელს წარმატებით გადალახეს, გასაუბრების განრიგი მოგვიანებით, სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდება.

სამინისტრო უზრუნველყოფს გასაუბრების გამჭვირვალედ, კვალიფიციურად, მიუკერძოებლად ჩატარებასა და კონკურსანტებისათვის თანაბარი პირობების შექმნას.

გასაუბრება ჩატარდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში (მის: თბილისი, დ. უზნაძის ქ. №52) სტრუქტურირებული გასაუბრების ფორმით.