სიახლეები

26-04-2012
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სკოლის გამოსაშვები, სამაგისტრო და მასწავლებელთა სასერთიფიკაციო გამოცდების განრიგი დაამტკიცა. როგორც onlinenews.ge-ს სამინისტროდან აცნობეს, მინისტრის ბრძანებულებების თანახმად, საატესტატო გამოცდები 21 მაისს დაიწყება და 30 მაისს დასრულდება.

24-04-2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა საატესტატო გამოცდების დაწყების თარიღი თბილისის 82-ე საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელებთან შეხვედრაზე  გააჟღერა - 2011-2012 სასწავლო წლის გამოსაშვები გამოცდები 21 მაისს დაიწყება.

23-04-2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო  რეფორმის ფარგლებში ახალ პროექტს ანხორციელებს - მალე საჯარო სკოლები  სპეციალურად შერჩეული  და დატესტილი აპარატურისაგან შემდგარი სქულ ბოქსებით აღიჭურვება. ყუთში ჩატვირთული თანამდეროვე სისტემა სტაბილურ და უსაფრთხო ინტერნეტკავშირს უზრუნველყოფს და სკოლებს დამატებითი ელექტრონული სერვისების განხორციელებაში დაეხმარება.

10-04-2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, 2012 წლის აგვისტოში საქართველოში კიბერუსაფრთხოების სკოლა ამოქმედდება, სადაც ნებისმიერი მსურველი გადამზადდება. კიბერუსაფრთხოება მნიშვნელოვანია ნებიემიერი სრუქტურისათვის, რათა მათი საქმიანობა იყოს დაცული. დაზღვეულნი იყვნენ კიბერშემოტევებისა და მათ წინააღმდეგ წარმოებული საინფორმაციო ომისაგან.

06-04-2012
6-დან 13 აპრილის ჩათვლით, ფართომასშტაბიანი საცდელი ტესტირება საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 172 საჯარო სკოლაში ტარდება. პრეტესტებისას მეთორმეტეკლასელები გამოსაშვები გამოცდების დავალებებზე იმუშავებენ და ამით იმ გარემოს გაეცნობიან, რაც მათ საატესტატო გამოცდებზე ექნებათ.

02-04-2012
2012 წლის 2 აპრილიდან პირველკლასელთა ონლაინრეგისტრაცია დაიწყო. წელს პირველად, რეგისტრაცია მხოლოდ ინტერნეტით განხორციელდება. 2 აპრილიდან 17 აპრილამდე პირველკლასელების ინტერნეტრეგისტრაცია იმ სკოლებში იქნება შესაძლებელი, სადაც მათი დედმამიშვილები სწავლობენ, ან მშობლები მუშაობენ. დანარჩენების რეგისტრაცია კი, 17 აპრილიდან - 17 ივნისის ჩათვლით განხორციელდება.

30-03-2012
პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია და მათთვის 1000 ლარიანი ვაუჩერების გადაცემა  2012 წლის 20 მარტიდან დაიწყო და 20 აპრილამდე გაგრძელდება. პროექტი საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით ხორციელდება და პირველ ეტაპზე სოციალურად დაუცველი სტუდენტები რეგისტრირდებიან.

28-03-2012
2012 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩასაბარებელ უცხო ენად ინგლისური ენა აბიტურიენტთა 73%-მა აირჩია, ხოლო რუსული ენა მხოლოდ 17-მა პროცენტმა, 7%-მა  არჩევანი გერმანულ ენაზე, 3%-მა კი, ფრანგულ ენაზე გააკეთა.

26-03-2012
საქართველოს განათლებისა და მეცნირების სამინისტროში საგანმანათლებლო დაწესებულებათა e-Catalog-ი (ელექტრონული კატალოგი)  შეიქმნა. კატალოგში შესულია დეტალური ინფორმაცია საჯარო სკოლების შესახებ.

23-03-2012
პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარეობს. დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე და ჯანმრთელობის, შრომისა  და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი პროფესიული განათლების ცენტრ „იკაროსს“ ეწვივნენ.

21-03-2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი თბილისის საინფორმაციო ცენტრს ეწვია და პროფესიული განათლების მიღების მსურველ სოციალურად დაუცველებს 1000 ლარიანი ვაუჩერი გადასცა.

20-03-2012
19 მარტიდან პროფესიული განათლების ვაუჩერული დაფინანსება იწყება. პროფესიული განათლების მიღების მსურველები სახელმწიფოსაგან 1000 ლარიან ვაუჩერს მიიღებენ და სასურველ სასწავლებელში ისწავლიან.

15-03-2012
20 მარტიდან იწყება მიღება შემდეგ პროფესიულ პროგრამებზე:
ინტერნეტტექნოლოგი (II საფეხური)  
კომპიუტერული გრაფიკოსი (II საფეხური) 
ინფორმაციული ტექნოლოგი (III საფეხური) 
კომპიუტერული ქსელების და სისტემების ტექნიკოსი (III საფეხური) 

კონკურსის ”Imagine Cup” გამარჯვებული გუნდი ავსტრალიაში გაემგზავრება
07-03-2012
საქართველო პირველად იღებს მონაწილეობას Microsoft-ის საინფორმაციო ტექნოლოგიების საერთაშორისო კონკურსში ”Imagine Cup”. კონკურსში გამარჯვებული გუნდი ავსტრალიაში მსოფლიო ფინალზე გაემგზავრება. კონკურსის თემაა სამყარო, სადაც ტექნოლოგია ჩართულია მსოფლიოს აქტუალური პრობლემების მოგვარების პროცესში.

პირველი აპრილიდან სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება!
07-03-2012
პირველი აპრილიდან სასურველ სკოლაში მშობლებს პირველკალსელების დარეგისტრირდება უკვე ინტერნეტით შეეძლებათ. დარეგისტრირების ახალი წესი ყველა დიდ ქალაქში ამოქმედდება.
ამოქმედდა განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებ-გვერდი
06-03-2012
2012 წლის იანვარში შეიქმნა განათლებისა და მეცნიერების სამინისიტროს ახალი სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (EMIS). EMIS-ის ძირითადად მიმართულებას წარმოადგენს, თანამედროვე ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარება განათლების სექტორში.

გამოწვევის ყველა მაძიებელს!
06-03-2012
პირველად საქართველოში!  Microsoft-ის ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო კონკურსი Imagine Cup!
კონკურსის მიზანია ამა თუ იმ გლობალური პრობლემის მოგვარება ტექნოლოგიური გადაწყვეტის გზით.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ სტუდენტს, განურჩევლად სასწავლებლისა და სპეციალობისა.

სამინისტროს ”განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის” (EMIS) პრეზენტაცია გაიმართა
22-02-2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს  ”განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის” (EMIS) ახლადშექმნილი სსიპ-ის სტრუქტურისა და არსებული და სამომავლო პროექტების შესახებ პრეზენტაცია გაიმართა.