საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა საყურადღებოდ, შეგახსენებთ!

საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა საყურადღებოდ, შეგახსენებთ!
03/17/2014
დაიწყო საჯარო სკოლების დირექტორობის მსურველთა შესარჩევი მორიგი კონკურსის პირველი ეტაპი - სერტიფიცირების პროცესი.

შეგახსენებთ!
დირექტორობის მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარეობს 2014 წლის 4 მარტიდან 16 მარტის 20:00 საათამდე - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებგვერდზე www.directors.mes.gov.ge

აღნიშნულ ვებგვერდზე შეგიძლიათ იხილოთ საჯარო სკოლის დირექტორების სერტიფიცირების საგამოცდო პროგრამა, დამხმარე ლიტერატურის ჩამონათვალი და ასევე, საგამოცდო პროგრამით გათვალისწინებული კანონები და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.