eSchool - სკოლების მართვის საინფორმაციო სისტემა ყველა სკოლაში

eSchool  - სკოლების მართვის საინფორმაციო სისტემა ყველა სკოლაში
01/23/2015
13 იანვარს საქართველოს ყველა საჯარო და კერძო სკოლაში დაინერგა სკოლების მართვის საინფორმაციო სისტემა.
eSchool  - სკოლების მართვის საინფორმაციოს სისტემის მთავარი ამოცანაა ეფექტური მენეჯმენტის განხორციელება, რაც გულისხმობს ზუსტი მონაცემების შეგროვებას, დამუშავებას, ონლაინ რეჟიმში განახლებასა და ანგარიშგებას. 
 
ელექტრონული ჟურნალის მოდულის მეშვეობით შესაძლებელია სასწავლო პროცესის მართვის გაუმჯობესება, კერძოდ: 

- სწავლების ელექტრონული განრიგის შედგენა და მართვა; 
- დასწრებისა და აკადემიური მოსწრების ელექტრონული კონტროლი;
- შეფასებების ავტომატური კალკულაცია; 
- ავტომატური ანგარიშგების წარმოება.