პირველკლასელთა მშობლების საყურადღებოდ

პირველკლასელთა მშობლების საყურადღებოდ
06/18/2015
შეგახსენებთ, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება 2015 წლის 21 ივნისს  დასრულდება. 


პირველკლასელთა რეგისტრაციის III ეტაპი 22 ივნისიდან 11 ივლისის ჩათვლით განხორციელდება სკოლაში, II ეტაპის დასრულების შემდგომ გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ადგილებზე, მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის  საფუძველზე.