კურსდამთავრებულთა საყურადღებოდ, სკოლის ატესტატების გაცემა დაიწყო!

კურსდამთავრებულთა საყურადღებოდ, სკოლის ატესტატების გაცემა დაიწყო!
06/25/2015
2015 წლის 22 ივნისიდან დაიწყო 2014-2015  სასწავლო წლის კურსდამთავრებულთა ზოგადი განათლების  დამადასტურებელი  სახელმწიფო დოკუმენტების გაცემა.

 

გაიცემა შემდეგი დოკუმენტები:

  • სრული ზოგადი განათლების ატესტატი - იმ პირებზე, რომლებმაც 2014-2015 სასწავლო წელს დაძლიეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მიღწევის დონე და წარმატებით ჩააბარეს სკოლის გამოსაშვები გამოცდები;
  • ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სერტიფიკატი - იმ პირებზე, რომლებმაც 2014-2015 სასწავლო წელს დაძლიეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მიღწევის დონე, მაგრამ ვერ ან არ ჩააბარეს სკოლის გამოსაშვები გამოცდები;
  • საბაზო ზოგადი განათლების ატესტატი - იმ პირებზე, რომლებმაც ექსტერნატის ფორმით დაძლიეს საბაზო ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა.
ხოლო, 2015 წლის 20 ივლისიდან დაიწყება   2014-2015 სასწავლო წლის  საბაზო ზოგადსაგანმანათლებლო  საფეხურის კურსდამთავრებულთათვის საბაზო  ზოგადი  განათლების ატესტატების გაცემა. 

დოკუმენტების მიღების მიზნით დაინტერესებულმა პირებმა უნდა მიმართონ სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს ან იუსტიციის სახლებს.  დოკუმენტის გაცემა ხორციელდება სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ ფორმირებული მონაცემთა ელექტრონული ბაზის საფუძველზე.