სამეთვალყურეო საბჭოს წევრობის მსურველთა საყურადღებოდ

სამეთვალყურეო საბჭოს წევრობის მსურველთა საყურადღებოდ
10/12/2015
სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ განსახორციელებელი სასწავლო პროცესის ხელშეწყობის მიზნით, 2015 წლის 12 ოქტომბრიდან - 2015 წლის 21 ოქტომბრის ჩათვლით განისაზღვრა სამეთვალყურეო საბჭოს წევრობის მსურველთა (დამსაქმებლის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს და საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლის) რეგისტრაციის ვადები. 

კანდიდატთა წარდგენის მიზნით, ოფიციალურად უნდა მიმართოთ სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას (მის.: ქალაქ თბილისი, გ.ფანჯიკიძის ქუჩა N1ა). რეგისტრაციის ვადების გასვლის შემდეგ,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი წარდგენილ კანდიდატთაგან შეარჩევს სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს.