"პროფესიული განათლებისა და დასაქმების რეფორმების ტექნიკური მხარდაჭერა საქართველოში"

"პროფესიული განათლებისა და დასაქმების რეფორმების ტექნიკური მხარდაჭერა საქართველოში"
03/16/2016
მიმდინარე წლის 14 მარტს, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში გაიმართა ევროკავშირის პროექტის "პროფესიული განათლებისა და დასაქმების რეფორმების ტექნიკური მხარდაჭერა საქართველოში" ფარგლებში შექმნილი ტექნიკური სამუშაო ჯგუფის მეოთხე შეხვედრა. 

შეხვედრის მთავარი მიზანი იყო პროექტის ფარგლებში დაგეგმილი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის განვითარებისა და მისი ფუნქციების გაფართოების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის დასახვა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით. 

შეხვედრას ესწრებოდნენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების დეპარტამენტის უფროსი - ირინა წეროძე, პროფესიული განათლების საერთაშორისო ექსპერტი - ოლივერ დისი, შრომის ბაზრისა და დასაქმების ექსპერტები - ანა დიაკონიძე და ვულფ შმიდერი, პროფესიული განათლების ადგილობრივი ექსპერტი - ლელა მაისურაძე,  განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსი - ლაშა ვერულავა,  სტატისტიკის სამსახურის უფროსის მოადგილე - ზურაბ გიორგობიანი,  მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის პროექტების მენეჯერი - მარიამ ავალიანი და პროგრამული უზრუნველყოფის სპეციალისტი - გაგა გიორგაძე. შეხვედრას ასევე ესწრებოდა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წარმომადგენელი - გიორგი ქალაქაშვილი. 

შეხვედრაზე ტექნიკურმა ჯგუფმა იმსჯელა განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის განვითარების, კერძოდ ახალი, გაუმჯობესებული და გაფართოებული მონაცემთა ბაზის შექმნის სტრატეგიაზე, რომელიც გააერთიანებს პროფესიული განათლების სფეროსთან დაკავშირებულ ყველა  ტიპის მონაცემს.