2017-2018 სასწავლო წლისათვის პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება

2017-2018 სასწავლო წლისათვის პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება
04/07/2017
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აცხადებს პირველკლასელთა რეგისტრაციას 2017- 2018  სასწავლო წლისათვის.  

საჯარო სკოლებში რეგისტრაცია განხორციელდება 3 ეტაპად:
I ეტაპი:  2017 წლის 10 აპრილიდან - 24 აპრილის ჩათვლით
რეგისტრაცია განხორციელდება საჯარო სკოლაში. რეგისტრირდებიან ის მოსწავლეები:
  • რომლის და-ძმაც სწავლობს ამ სკოლაში
  • რომლის მშობელიც სკოლის თანამშრომელია
  • რომლის ოჯახიდანაც ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში
I ეტაპზე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება სკოლაში, 2017  წლის 25 აპრილიდან  5 მაისის ჩათვლით. 

II ეტაპი - საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია
2017 წლის 8 მაისიდან  - 1 ივნისის ჩათვლით. 
რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებ-გვერდზე.  
II ეტაპზე რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება  2017 წლის 2 ივნისიდან  15 ივნისის  ჩათვლით.
I და II ეტაპზე მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების განსაზღვრულ ვადებში წარუდგენლობის შემთხვევაში,რეგისტრაცია ავტომატურად უქმდება. 

III ეტაპი: 2017 წლის 19 ივნისიდან - 30 ივნისის ჩათვლით
რეგისტრაცია განხორციელდება სკოლაში, II ეტაპის დასრულების შემდგომ გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ადგილებზე, მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის  საფუძველზე. 
  
კერძო სკოლის პირველ კლასში, მოსწავლის რეგისტრაციის ვადად განისაზღვრა - 2017 წლის 10 აპრილიდან - 30 ივნისის ჩათვლით. მოსწავლის რეგისტრაცია ხორციელდება კერძო სკოლის მიერ. 

2017-2018 სასწავლო წელს, ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების უფლება აქვთ იმ მოსწავლეებს, რომელთა ასაკი შეესაბამება კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ანუ სწავლის დაწყებისთვის უსრულდებათ 6 წელი.  

2017-2018  სასწავლო წელი  დაიწყება 15 სექტემბერს.