ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი

ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი
07/12/2017
12 ივლისს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა თამარ სანიკიძემ და განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსმა - ლაშა ვერულავამ, ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

„საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესში“ 28 ივნისს განხორციელებული მნიშვნელოვანი ცვლილებები, ხელს შეუწყობს საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაცემებისა და ბაზების სისტემატიზაციას. ასევე, რეესტრის წარმოებასთან მიმართებით საგანმანათლებლო დაწესებულებების, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის გამართულ და კოორდინირებულ საქმიანობას.