შეხვედრა მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან

 შეხვედრა მსოფლიო  ბანკის წარმომადგენლებთან
11/15/2018
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ხელმძღვანელმა დიმიტრი ბერიძემ, მსოფლიო ბანკის განათლების ბლოკის მიმართულების ექსპერტებს - ჰუსეინ აბდულ ჰამიდს, სუბაშინ რაჯასეკარანს და ტომფსონ სევიმლს უმასპინძლა. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა განათლების სისტემის სხვადასხვა უწყებებთან შეხვედრა და ამის საფუძველზე განათლების სისტემის განვითარებისა და ტექნიკური დახმარების პროგრამის შემუშავება.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო მართვის სისტემის პროექტებთან დაკავშირებულ შემდგომ განსახორციელებელ ნაბიჯებს. შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს განათლების მართვის  სისტემაში განხორციელებული და მიმდინარე პროცესები და ამ კუთხით თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების შესაძლებლობებზე იმსჯელეს.