გრიფირების განაცხადების რეგისტრაციით დაინტერესებულ პირთა საყურადღებოდ!

გრიფირების განაცხადების რეგისტრაციით დაინტერესებულ პირთა საყურადღებოდ!
03/18/2019
მიმდინარე წლის 18 მარტიდან 22 მარტის ჩათვლით, დაიწყო დაწყებითი საფეხურის ზოგიერთი კლასის და საბაზო საფეხურის (VII კლასების) სასკოლო სახელმძღვანელოებზე/სერიებზე გრიფირების განაცხადების (საბუთებისა და სახელმძღვანელოს მაკეტების) მიღება.  
 
განაცხადების მიღება იწარმოებს ელექტრონულად, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ შექმნილი  გრიფირების ადმინისტრირების ელექტრონული სისტემის მეშვეობით: www.grifireba.emis.ge; აღნიშნულის მიზანია სახელმძღვანელოების გრიფირების მართვის ელექტრონიზაცია და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა.  
გრიფირების ადმინისტრირების ელექტრონული სისტემის დახვეწის პროცესში გაზიარებულ იქნა პოტენციურ ავტორთა მიერ შემოთავაზებული რეკომენდაციები და წინადადებები.

გისურვებთ წარმატებებს!!!