დირექტორობის მსურველთა საყურადღებოდ, რომლებსაც შეცდომით ან ზედმეტად აქვთ გადახდილი სერტიფიცირების რეგისტრაციის საფასური

დირექტორობის მსურველთა საყურადღებოდ, რომლებსაც შეცდომით ან ზედმეტად აქვთ გადახდილი სერტიფიცირების რეგისტრაციის საფასური
დასრულდა საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის სერტიფიცირების ეტაპი.

დირექტორობის მსურველებმა,რომლებმაც სერტიფიცირების რეგისტრაციის ეტაპზე შეცდომით ან ზედმეტად გადაიხადეს სერტიფიცირების საფასური, ერთი თვის ვადაში უნდა მიმართონ სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას განცხადებით word.jpg ( იხილეთ ფორმა)
თანხის დაბრუნების თაობაზე, თანდართული საბანკო რეკვიზიტებით და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლით.
განცხადებაში მითითებულ უნდა იქნას დასაბრუნებელი თანხის ოდენობა.

სსიპ განათლების მართვის სისტემის მიერ,ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხის დაბრუნება განცხადების მიღების ვადის დასრულებიდან ერთი თვის ვადაში განხორციელდება.