newsSlide

სერტიფიცირებულ დირექტორობის მსურველთა საყურადღებოდ!
21-11-2017
გამოცხადდა ზოგიერთი საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსთვის წარდგენის მიზნით, დირექტორთა შერჩევის კონკურსის მეორე ეტაპი - დირექტორობის უფლების მქონე პირების მიერ თანხმობის განაცხადის ელექტრონული რეგისტრაცია  ვებგვერდზე  www.directors.mes.gov.ge.  

CyberEXE 2017 - კიბერსავარჯიშო 2017
18-12-2017
15 დეკემბერს სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ სამთავრობო კომპიუტერულ ინციდენტებზე სწრაფი დახმარების ჯგუფ „CERT.GOV.GE“-ს ორგანიზებით მორიგი ეროვნული კიბერსავარჯიშო გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორის გამოცდილი კიბერპროფესიონალები. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან წარმოდგენილი იყვნენ -ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერი - გიორგი გვასალია და სისტემური ადმინისტრატორი - ვანო ნარიმანიძე.

ვიზიტი ბრიტანეთის  საგანმანათლებლო ტენოლოგიების გამოფენაზე  (bett)
25-01-2018
ლონდონში, განათლების მსოფლიო ფორუმის ფარგლებში, სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსი - დიმიტრი ბერიძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ - მიხეილ ჩხენკელთან და მართვის სისტემის სხვა წარმომადგენლებთან ერთად...
გარე დაკვირვების მსურველ მასწავლებელთა რეგისტრაცია
19-02-2018
მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ფარგლებში, სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა მჭიდროდ თანამშრომლობს სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან, მათ შორის გარე დაკვირვების გავლის მსურველ  მასწავლებელთა  დაკავშირებით.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი
21-03-2018
სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას და ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს  შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. 

2018-2019  სასწავლო წლისათვის პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება
02-04-2018
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აცხადებს პირველკლასელთა რეგისტრაციას 2018- 2019 სასწავლო წლისათვის.  

სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ყველაზე ღია დაწესებულებად დასახელდა!
04-04-2018
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ანგარიშის მიხედვით, სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა 2017 წლის მონაცემებით საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობით ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებლით დასახელდა. 
2018 წლის 10 აპრილიდან 22 აპრილის ჩათვლით პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია იწყება
05-04-2018
ყველა დაინტერესებულ პირს აქვს  შესაძლებლობა,  სახელმწიფოს  სრული დაფინანსებით დაეუფლოს სასურველ პროფესიას  ტურიზმის,  მშენებლობის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სხვა მიმართულებებით.

ვებპორტალი „იყავი მეგობარი“
13-04-2018
უსაფრთხო სასკოლო გარემოს შექმნა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მთავარი პრიორიტეტია, სწორედ ამ თემას მიეძღვნა კონფერენცია, რომელიც განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გახსნა.

პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია
01-05-2018
პირველკლასელთა  საყოველთაო  ელექტონული  რეგისტრაცია 2018-2019  სასწავლო წლისათვის 8 მაისს - 09:00 საათზე დაიწყება.  


112-სა და EMIS-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
10-05-2018
შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-სა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ „განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას“ EMIS) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. 
განათლების ტრანსფორმაციის პლატფორმა „მაიკროსოფთ საქართველო“-ს ორგანიზებით
14-09-2018
13 და 14 სექტემბერს, კომპანია „მაიკროსოფთ საქართველო“-ს ორგანიზებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში მიმდინარეობს  სემინარი, ...
პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია იწყება
01-10-2018
2018 წლის  3 ოქტომბრიდან  19 ოქტომბრის ჩათვლით  პროფესიული  განათლების  მიღების  მსურველთა რეგისტრაცია  იწყება.
 შეხვედრა აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებთან
14-11-2018
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ხელმძღვანელმა დიმიტრი ბერიძემ, აზიის განვითარების ბანკის სოციალური მიმართულების ექსპერტებს - იუკო სარვის, ჰიტენდრა პილაის და გიორგი ლუარსაბიშვილს უმასპინძლა.
 შეხვედრა მსოფლიო  ბანკის წარმომადგენლებთან
15-11-2018
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ხელმძღვანელმა დიმიტრი ბერიძემ, მსოფლიო ბანკის განათლების ბლოკის მიმართულების ექსპერტებს - ჰუსეინ აბდულ ჰამიდს, სუბაშინ რაჯასეკარანს და ტომფსონ სევიმლს უმასპინძლა.
ვიზიტი ბრიტანეთის საგანმანათლებლო ტექნოლოგიების გამოფენაზე (bett)
28-01-2019
ლონდონში, განათლების მსოფლიო ფორუმის ფარგლებში, სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსი - დიმიტრი ბერიძე, ....
სერტიფიცირებული დირექტორობის უფლების მქონე პირთა საყურადღებოდ!
28-01-2019
დაიწყო დირექტორობის უფლების მქონე პირთა მიერ, მათი კანდიდატურის საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წინაშე წარდგენისათვის თანხმობის განაცხადების წარდგენა.



სასკოლო სახელმძღვანელოების პოტენციურ ავტორთა საყურადღებოდ!
11-03-2019
14 და 15 მარტს, 15:00 საათზე გაიმართება შეხვედრა საბაზო საფეხურის მე-7 კლასის და დაწყებითი საფეხურის ზოგიერთი საგნის სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირებით დაინტერესებულ პირებთან - ავტორებთან. 


გრიფირების განაცხადების რეგისტრაციით დაინტერესებულ პირთა საყურადღებოდ!
18-03-2019
მიმდინარე წლის 18 მარტიდან 22 მარტის ჩათვლით, დაიწყო დაწყებითი საფეხურის ზოგიერთი კლასის და საბაზო საფეხურის (VII კლასების) სასკოლო სახელმძღვანელოებზე/სერიებზე გრიფირების განაცხადების (საბუთებისა და სახელმძღვანელოს მაკეტების) მიღება.  

პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადები განისაზღვრა
21-03-2019
2019-2020 სასწავლო წლისათვის საჯარო სკოლაში პირველკლასელთა  რეგისტრაცია განხორციელდება 4 ეტაპად: