newsSlide

სერტიფიცირებულ დირექტორთა საყურადღებოდ!

დირექტორობის უფლების მქონე პირებს, რომლებმაც წარმატებით დაძლიეს 2013 წლის საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის სერტიფიცირების ეტაპი და მოიპოვეს დირექტორობის უფლება
EMIS -ში   IT აუდიტის პილოტური პროექტი იწყება

13 ნოემბერს, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფისში გაიმართა სამუშაო  შეხვედრა  IT აუდიტის სფეროში საერთაშორისო  ექსპერტთან  პიტერ  გრეშლისთან.
საჯარო სკოლის დირექტორების სერტიფიცირების მეორე ეტაპი იწყება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საჯარო სკოლის დირექტორების სერტიფიცირების მეორე ეტაპის - გასაუბრების ჩატარებას იწყებს.
აბიტურიენტთა  მეორადი რეგისტრაცია დაიწყო!

აბიტურიენტებს, რომელთაც 2013 წელს გადალახეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, მაგრამ რანჟირების დოკუმენტის მიხედვით ვერ განაწილდნენ სარეგისტრაციო განცხადებაში მითითებულ ვერცერთ საგანმანათლებლო პროგრამაზე, უფლება აქვთ სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოთხოვნის გარეშე, გაიარონ განმეორებითი რეგისტრაცია
პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტთა საყურადღებოდ!

გთხოვთ, ჩარიცხულმა სტუდენტებმა 23 ოქტომბრიდან 28 ოქტომბრის ჩათვლით წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტები:
2 ფოტოსურათი (3X4);
საქართველოს მოქალაქის პირადობის/პასპორტის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
საბაზო/პროფესიული/ზოგადსაგანმანალებლო/უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი...

ინფორმაცია პროფესიულ განათლებაზე რეგისტრაციის მსურველთათვის

"შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა" პროფესიული განათლების სისტემისათვის მოამზადა ახალი საგამოცდო მოდელი, რომელიც კონკრეტული სახელობო პროფესიის დაუფლებისათვის მნიშვნელოვანი, მინიმალური (საბაზო) ცოდნისა და სპეციფიკური უნარების შეფასებას ითვალისწინებს.
დირექტორობის მსურველთა  ტესტირების ეტაპი დასრულდა

21-22 აგვისტოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საჯარო სკოლის დირექტორობის სერტიფიცირების პროცესის ტესტირების ეტაპი წარმატებით განხორციელდა.

ტესტი შედგებოდა თემატურად დაჯგუფებული 92 კითხვისგან და მუშაობისათვის განსაზღვრული იყო 4 საათი. ქულათა მაქსიმალური რაოდენობა შეადგენდა 120-ს.


სკოლის მოსწავლეთა მობილობით დაინტერესებულ პირებს!

მობილობა შესაძლებელია განხორციელდეს მოსწავლის მიმღებ სკოლაში არსებული თავისუფალი ადგილების ფარგლებში.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ


განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ბაზაზე ტრენინგები მიმდინარეობს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის მიერ, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე აპლიკანტთა ჩარიცხვის ახალი წესი შემუშავდა.
1 მაისს  საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება!

2013 წლის პირველი მაისიდან 2013 წლის 20 ივნისის ჩათვლით,საქართველოს მასშტაბით პირველკლასელთა საყოველთაო რეგიოსტრაცია იწყება.
ყურადღება!

  IT აკადემიაში დაიწყო რეგისტრაცია  მოკლევადიან პროგრამებზე.
უმოკლეს ვადაში შეგიძლიათ შეისწავლოთ კომპიუტერული ქსელის ადმინისტრირება,web და java პროგრამირება, ორგანზომილებიანი და სამგანზომილებიანი გრაფიკა, საოფისე პროგრამები.

საატესტატო გამოცდების პირველმა დღემ წარმატებით ჩაიარა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა, გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა და სამინისტროს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსმა გიორგი გულუამ გამოცდების პირველი დღე შეაჯამეს.

სკოლები საატესტატო გამოცდების ჩასატარებლად მზად არის

2011-2012 სასწავლო წლის გამოსაშვები გამოცდები 21 მაისს იწყება. საატესტატო გამოცდების ტექნიკურ უზრუნველყოფას სამინისტროს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ახორციელებს.

www.markup.ge

კიდევ ერთი სიახლე EMIS-ისგან! დღეიდან ამოქმედდა ვებ-გვერდი www.markup.ge. ეს არის ვებ-გვერდი, სადაც გაეცნობით უახლეს, აქტუალურ და საინეტერესო ინფორმაციას IT სფეროდან. მომხმარებელს საშუალება ეძლევა გახდეს თანაავტორი და საკუთარი მოსაზრება გაუზიაროს ფართო აუდიტორიას. ამისათვის მან რეგისტრაცია უნდა გაიროს და გახდეს markup-ის წევრი.
ვებ-გვერდს აქვს მარტივი ნავიგაცია, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს მარტივად და კომფორტულად მოიძიოს სასურველი ინფორმაცია. 


17 აპრილიდან ყველა პირველკლასელის ინტერნეტრეგისტრაცია იწარმოებს

2012 წლის 17 აპრილიდან საქართველოს მასშტაბით ყველა პირველკლასელის ონლაინრეგისტრაცია დაიწყო. 2 აპრილიდან 17 აპრილამდე პირველკლასელების ინტერნეტრეგისტრაცია იმ სკოლებში იყო შესაძლებელი, სადაც მათი დედმამიშვილები სწავლობდნენ, ან მშობლები მუშაობდნენ. დანარჩენების რეგისტრაცია კი, 17 აპრილიდან - 17 ივნისის ჩათვლით განხორციელდება.

აპრობაცია 2012 დაიწყო!

6-დან 13 აპრილის ჩათვლით, ფართომასშტაბიანი საცდელი ტესტირება საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 172 საჯარო სკოლაში ტარდება. პრეტესტებისას მეთორმეტეკლასელები გამოსაშვები გამოცდების დავალებებზე იმუშავებენ და ამით იმ გარემოს გაეცნობიან, რაც მათ საატესტატო გამოცდებზე ექნებათ.

საგანმანათლებლო დაწესებულებათა e-Catalog-ის პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნირების სამინისტროში საგანმანათლებლო დაწესებულებათა e-Catalog-ი (ელექტრონული კატალოგი)  შეიქმნა. კატალოგში შესულია დეტალური ინფორმაცია საჯარო სკოლების შესახებ.

IT აკადემიაში იწყება მიღება !

IT აკადემია გთავაზობთ შემდეგ პროფესიულ პროგრამებს: ინტერნეტტექნოლოგი (II საფეხური), კომპიუტერული გრაფიკოსი (II საფეხური, ინფორმაციული ტექნოლოგი (III საფეხური), კომპიუტერული ქსელების და სისტემების ტექნიკოსი (III საფეხური)
ამოქმედდა განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებ-გვერდი

2012 წლის იანვარში შეიქმნა განათლებისა და მეცნიერების სამინისიტროს ახალი სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (EMIS). EMIS-ის ძირითადად მიმართულებას წარმოადგენს, თანამედროვე ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარება განათლების სექტორში.

საატესტატო გამოცდების შედეგები
06-03-2012
2011-2012 სასწავლო წლის საატესტატო გამოცდები წარმატებით დასრულდა.  მოსწავლეებმა  თავიანთი შესაძლებლობები 8 საგანში გამოსცადეს. გამოსაშვები გამოცდებში ათასობით ადამიანი იყო ჩართული. გამოცდების ორგანიზება და მაღალ დონეზე ჩატარება სამინისტროს  გამოცდების   ეროვნული ცენტრისა და  სამინისტროს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის თანამშრომლებმა უზრუნველყვეს. მნიშვნელოვანია, რომ მიუხედავად გატარებული საკადრო პოლიტიკისა საატესტატო გამოცდებს საფრთხე არ შექმნია და მაღალი შედეგებით დასრულდა.

სამინისტროს ”განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის” (EMIS) პრეზენტაცია გაიმართა
06-03-2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ”განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის” (EMIS) ახლადშექმნილი სსიპ-ის სტრუქტურისა და არსებული და სამომავლო პროექტების შესახებ პრეზენტაცია გაიმართა.

გამოწვევის ყველა მაძიებელს!
07-03-2012
პირველად საქართველოში! Microsoft-ის ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო კონკურსი Imagine Cup! კონკურსის მიზანია ამა თუ იმ გლობალური პრობლემის მოგვარება ტექნოლოგიური გადაწყვეტის გზით. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ სტუდენტს, განურჩევლად სასწავლებლისა და სპეციალობისა.

განათლების მართვის პროექტის შედეგები და გამოწვევები
11-06-2012
განათლების მართვის სამწლიანი პროგრამა, რომელიც საქართველოს განათლების სისტემის მართვის გაძლიერებასა და განათლების პოლიტიკის მართვის ეფექტურობას უზრუნველყოფს, წარმატებით დასრულდა.

საქართველოს სკოლებში ჭადრაკის სწავლების კომპიუტერული პროგრამა დაინერგება
11-06-2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა სულხან სისაურმა და მსოფლიოს თერთმეტგზის ჩემპიონმა ჭადრაკში გარი კასპაროვმა დღეს  მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

IT აკადემიაში მიღება დაიწყო!
18-06-2012
IT აკადემიაში მიღება დაიწყო! საბუთების მიღება 14 ივნისიდან წარმოებს. გთავაზობთ შემდეგ სასწავლო პროგრამებს! კომპიუტერული გრაფიკა და ანიმაცია - II საფეხური; ვებ ტექნოლოგიები - II საფეხური; კომპიუტერული ინჟინერია - II საფეხური; კომპიუტერული ქსელები და სისტემები - II საფეხური;
კომპიუტერული გრაფიკა და ანიმაცია - II საფეხური;

საგანმანათლებლო დაწესებულებების სტატისტიკა
15-08-2012

ელექტრონულ კატალოგს დაემატა საგანმანათლებლო დაწესებულებების სტატისტიკის გვერდი სადაც ნებისმიერ მოქალაქეს შეეუძლია მიიღოს სტატისტიკური მონაცემები ზოგადი განათლების შესახებ.


განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ანგარიში
19-02-2013
19 დეკემბერს, სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ 2013 წლის მუშაობის შედეგები შეაჯამა. წლიური ანგარიშის წარდგენას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი დაესწრო.
სისტემის უფროსმა ლაშა ვერულავამ დამსწრეთ გააცნო მიმდინარე წელს განხორციელებული პროექტები.

პირველკლასელთა რეგისტრაცია განახლდა!
29-07-2013

პირველკლასელ მოსწავლეთა მშობლებს, რომლებმაც ვერ მოახერხეს 18 ივნისამდე ონლაინრეგისტრაცია, შესაძლებლობა ეძლევათ 1 აგვისტოდან - 17 აგვისტოს ჩათვლით  სასურველ სკოლაში დარეგისტრირების.
ონლაინრეგისტრაცია იწარმოებს 09:00 სთ-დან.

 წარჩინებული  სტუდენტები Gino Paradise Tbilisi-ის აკვაპარკში
09-02-2014
სხვადასხვა პროფესიული სასწავლებლის წარჩინებულმა სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს თბილისის ზღვაზე Gino Paradise Tbilisi-ის გრანდიოზულ აკვაპარკში გამართულ სპოტულ-გამაჯანსაღებელ შეჯიბრში. 40-მდე მონაწილე ერთმანეთს ყველაზე მაღალი და სწრაფი 31 მეტრიანი ტოპოგანიდან დაშვებაში შეეჯიბრა.  
საჯარო სკოლების დირექტორობის მსურველთა შესარჩევი მორიგი კონკურსი იწყება!
28-02-2014
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო  საჯარო სკოლების დირექტორობის მსურველთა შესარჩევი მორიგი კონკურსის პირველ ეტაპს - სერტიფიცირების პროცესს იწყებს.
საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა საყურადღებოდ, შეგახსენებთ!
17-03-2014
დაიწყო საჯარო სკოლების დირექტორობის მსურველთა შესარჩევი მორიგი კონკურსის პირველი ეტაპი - სერტიფიცირების პროცესი.
14,15 და16 მარტს ტექნიკური მიზეზის გამო,რეგისტრაციის გარეშე დარჩენილ დირექტორობის მსურველთა საყურადღებოდ!
18-03-2014
იმ პირთა საყურადღებოდ, რომელთაც 2014 წლის 14,15 და 16 მარტს გადაიხადეს საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის სერტიფიცირების ეტაპზე რეგისტრაციის საფასური
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი
20-03-2014
2014 წლის 19 მარტს გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი  განათლების მართვის საინფორმაციო სისტემასა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შორის
დირექტორობის მსურველთა საყურადღებოდ!
21-03-2014
მხოლოდ იმ პირთათვის, რომლებმაც დადგენილ ვადაში (2014 წლის 16 მარტამდე) გადაიხადეს სერტიფიცირების საფასური
რეგისტრირებულ დირექტორობის მსურველთა საყურადღებოდ!
26-03-2014
გთხოვთ, იხილოთ ინფორმაცია იმ საგამოცდო ცენტრის მითითებით, სადაც უნდა გამოცხადდეს დირექტორობის მსურველი. გადამოწმება შესაძლებელია რეგისტრაციის გავლის შედეგად მინიჭებული საიდენტიფიკაციო უნიკალური კოდის მიხედვით.
დირექტორთა ტესტირების აპელაციის მსურველების საყურადღებოდ!
03-04-2014
დირექტორობის მსურველს უფლება აქვს სერტიფიცირების ეტაპის ტესტირების ტესტურ დავალებათა სისწორესთან და პროცედურულ დარღვევასთან დაკავშირებული პრეტენზიები წარადგინოს შესაბამის რესურსცენტრში კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ფესტივალი „პროფესიული განათლება დასაქმებისათვის“
08-04-2014

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებითა და სააქციო საზოგადოება „ლიბერთი ბანკის“ მხარდაჭერით, ფესტივალი - „პროფესიული განათლება დასაქმებისთვის“ გაიმართა. ფესტივალში მონაწილეობა პროფესიული პროგრამების განმახორციელებელი 30-ზე მეტმა დაწესებულებამ მიიღო. ფესტივალი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა გახსნა.


დირექტორობის მსურველთა საყურადღებოდ, რომლებმაც წარადგინეს საპრეტენზიო განაცხადი!
16-04-2014
"2014 წლის საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის სერტიფიცირების ტესტირების ეტაპის ტესტურ დავალებათა სისწორესთან და პროცედურულ დარღვევასთან დაკავშირებული პრეტენზიების განმხილველი კომისიის შექმნის, მისი ფუნქციისა და მუშაობის წესის განსაზღვრის შესახებ“
პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება
16-04-2014
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აცხადებს პირველკლასელთა რეგისტრაციას 2014-2015 სასწავლო წლისათვის.
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირები ტესტირებას გადიან
25-04-2014
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, მეორე წელია პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) პირები ირიცხებიან.
დირექტორობის მსურველთა სააპელაციო ვადა იწურება
29-04-2014
შეგახსენებთ, რომ იწურება დირექტორობის მსურველების მიერ დირექტორების შესარჩევი კონკურსის ტესტირების შეფასებასთან დაკავშირებული საპრეტენზიო განაცხადების  წარდგენის ვადები.
26 მაისი - დამოუკიდებლობის დღე
27-05-2014
26 მაისს საქართველოს  დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ სახალხო ზეიმში მიიღო მონაწილეობა.
23 ივნისიდან ატესტატების გაცემა  დაიწყო
23-06-2014
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის მიღების მიზნით, იწყებს 2013-2014 სასწავლო წლის კურსდამთავრებულების განაცხადების მიღებას.
პროფესიულ სტუდენტთა ოლიმპიადის დაჯილდოება
30-07-2014
სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის საზოგადოებრივ  კოლეჯში 2014  წლის 18 ივლისს გაიმართა პროფესიულ სტუდენტთა ოლიმპიადა სამ მოდულზე: 
ვებ პროგრამირება,
კომპიუტერული ქსელების ადმინისტრირება 
სამგანზომილებიანი გრაფიკა 3D MAX.

სკოლის დირექტორთა შესარჩევი კონკურსი
18-08-2014
სკოლის დირექტორთა კონკურსის შესარჩევ მომდევნო ეტაპზე, დირექტორის სერტიფიკატის მქონე პირებმა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად უნდა შეავსონ განაცხადის ფორმა, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე www.directors.mes.gov.ge 18-დან 20 აგვისტომდე იქნება განთავსებული. 20 აგვისტოს, დარეგისტრირებულ პირებს, სურვილის შემთხვევაში საშუალება ექნებათ შეცვალონ მათ მიერ 18 და 19 აგვისტოს არჩეული სკოლები.
საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსი
18-08-2014
წარმოგიდგენთ, დირექტორობის უფლების მქონე პირთა სიას (თანხმობის განაცხადის ელექტრონული ფორმის შესავსებად საჭირო დამადასტურებელი სერტიფიკატის ნომრის მითითებით), რომლებმაც წარმატებით დაძლიეს 2014 წლის საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის სერტიფიცირების ეტაპი და მოიპოვეს დირექტორობის უფლება
სერტიფიცირებულ დირექტორობის მსურველთა საყურადღებოდ!
19-08-2014
საჯარო სკოლის დირექტორის სერტიფიკატის მქონე პირებს, დღეს 22:00 საათამდე ექნებათ შესაძლებლობა კონკურსში მონაწილეობის მიზნით დარეგისტრირდნენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე www.directors.mes.gov.ge
პროფესიულ პროგრამებზე  რეგისტრირებულ აპლიკანტთა საორიენტაციო შეხვედრა
01-10-2014
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში, პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრირებულ აპლიკანტთა საორიენტაციო შეხვედრა გაიმართა.
 სპეციალური  საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტების პროფესიის მოსინჯვა
03-10-2014
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის პროფესიულ კოლეჯში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტთა, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებზე  გადანაწილების მიზნით პროფესიული მოსინჯვა გაიმართა.
Microsoft-ის ტექნოლოგიურ ცენტრში ვიზიტი
03-12-2014
ქ. ბრიუსელში,  19-20 ნოემბერს,  Microsoft-ის  მოწვევით გაიმართა  ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის განათლების სფეროში მომუშავე საინფორმაციო ტექნოლოგიების ხელმძღვანელთა შეხვედრა. 
სახელმწიფო პროფესიული კოლეჯების დირექტორებმა პრესკონფერენცია გამართეს.
04-12-2014
როგორც ცნობილია სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 5 ნოემბრის N688 ბრძანების საფუძველზე საქართველოს მასშტაბით 10-11 ნოემბრიდან პროფესიულ და საზოგადოებრივ კოლეჯებში სასწავლო მოდულების პილოტირების ახალი პროგრამის განხორციელება დაიწყო.
პერსონალიზებული სწავლება  და განათლების ტრანსფორმაცია
15-12-2014
8-9 დეკემბერს თბილისში,  სასტუმრო „Holliday Inn Tbilisi „-ში  ჩატარდა, ერთი ერთზე სწავლების  ვორკშოპი განათლების წარმომადგენლებისთვის  - Design and Deployment Workshop for Education Leaders -  მათთვის, ვინც იღებს მონაწილეობას სტრატეგიების და პოლისების შემუშავებასა და აღსრულებაში. 
eSchool  - სკოლების მართვის საინფორმაციო სისტემა ყველა სკოლაში
23-01-2015
13 იანვარს საქართველოს ყველა საჯარო და კერძო სკოლაში დაინერგა სკოლების მართვის საინფორმაციო სისტემა.
პროფესიული განათლების მიღების მსურველთა საყურადღებოდ!
10-02-2015
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, მიმდინარე წლის  10 თებერვალს  იწყებს პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაციას,  რომელიც გაგრძელდება 5 მარტის ჩათვლით.
საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა საყურადღებოდ!
18-02-2015
ელექტრონული რეგისტრაცია დასრულდება - 2015 წლის 18 თებერვალს 20:00 საათზე.
მონაცემები, თითოეული საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა რაოდენობის შესახებ, გამოქვეყნდება 2015 წლის 19 თებერვალს 10:00 საათზე.

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის საზოგადოებრივი კოლეჯის სტუდენტთა შიდა ოლიმპიადა
06-03-2015
2015 წლის 10 მარტს 2 საათზე, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ტარდება  სტუდენტთა შიდა ოლიმპიადა, შემდეგ მოდულებში:
21 მარტი - დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა!
20-03-2015
სსიპ - განათლების  მართვის  საინფორმაციო  სისტემა  უერთდება   დაუნის  სინდრომის  მსოფლიო  დღის  მხარდასაჭერ  კამპანიას - „მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან!“
სტუდენტთა ოლიმპიადის გამარჯვებულთა დაჯილდოვება
29-03-2015
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის საზოგადოებრივ  კოლეჯში გაიმართა პროფესიულ სტუდენტთა ოლიმპიადა სამი მიმართულებით:
საქველმოქმედო ღონისძიება სიღნაღში
06-04-2015
4 აპრილს, სააღდგომო დღესასწაულთან დაკავშირებით, საქველმოქმედო ღონისძიებაზე, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსი – ლაშა ვერულავა სისტემის თანამშრომლებთან ერთად  სააღომო საჩუქრებით და სხვადასხვა საჭირო პროდუქტებით ეწვია ქ. სიღნაღში არსებულ თემს, “ქედელს“, სადაც შეზღუდული ინტელექტუალური შესაძლებლობების მქონე ზრდასრული ადამიანები ღირსების შესაფერ ოჯახურ გარემოში ცხოვრობენ.
2015-2016 სასწავლო წლისათვის პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება
22-04-2015
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აცხადებს პირველკლასელთა რეგისტრაციას 2015-2016 სასწავლო წლისათვის. 

პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია
06-05-2015
პირველკლასელთა  საყოველთაო  ელექტონული  რეგისტრაცია 2015-2016 სასწავლო წლისათვის 15 მაისს - 09:00 საათზე დაიწყება. 
რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის  საინფორმაციო სისტემის  ვებგვერდზე  და დასრულდება 9 ივნისს - 20:00 საათზე.

იხილეთ რეგისტრაციის ინსტრუქცია

პირველკლასელთა მშობლების საყურადღებოდ!
09-06-2015
პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია დღეს, 20:00 საათზე დასრულდება. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება  2015 წლის 11 ივნისიდან 21 ივნისის  ჩათვლით.
პირველკლასელთა მშობლების საყურადღებოდ
18-06-2015
შეგახსენებთ, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება 2015 წლის 21 ივნისს  დასრულდება.
 

კურსდამთავრებულთა საყურადღებოდ, სკოლის ატესტატების გაცემა დაიწყო!
25-06-2015
2015 წლის 22 ივნისიდან დაიწყო 2014-2015  სასწავლო წლის კურსდამთავრებულთა ზოგადი განათლების დამადასტურებელი  სახელმწიფო დოკუმენტების გაცემა. 
პროფესიული განათლების მიღების მსურველთა საყურადღებოდ!
11-09-2015
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, მიმდინარე წლის 14 სექტემბერს  იწყებს პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაციას,  რომელიც გაგრძელდება 27 სექტემბრის ჩათვლით (გარდა 20 სექტემბრისა).
სკოლის მოსწავლეთა მობილობით დაინტერესებულ პირებს!
14-09-2015
  მოსწავლეების მობილობა შესაძლებელია განხორციელდეს მიმღებ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში არსებული თავისუფალი ადგილების ფარგლებში.

სამეთვალყურეო საბჭოს წევრობის მსურველთა საყურადღებოდ
12-10-2015
სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ განსახორციელებელი სასწავლო პროცესის ხელშეწყობის მიზნით, 2015 წლის 12 ოქტომბრიდან - 2015 წლის 21 ოქტომბრის  ჩათვლით განისაზღვრა სამეთვალყურეო საბჭოს წევრობის მსურველთა (დამსაქმებლის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს და საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლის) რეგისტრაციის ვადები. 
პროფესიული განათლებისა და დასაქმების რეფორმების ტექნიკური მხარდაჭერა საქართველოში
27-10-2015
მიმდინარე წლის 23 ოქტომბერს, ევროკავშირის პროექტის ფარგლებში სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ მოწვეული ექსპერტები: ოლივერ დისი - პროფესიული განათლების საერთაშორისო ექსპერტი და ჰანს ბეკერსი - შრომის ბაზრის სტატისტიკოსი.

პრაქტიკული სწავლება ახალ მოდულურ პროგრამებში
29-10-2015
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ბაზაზე გაიმართა ტრენინგი პროფესიული კოლეჯების მასწავლებელთათვის თემაზე: "პრაქტიკული სწავლება ახალ მოდულურ პროგრამებში - კომპიუტერული ქსელის ადმინისტრირება და ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდაჭერის სპეციალისტი".
შეღავათიანი მგზავრობის ბარათები
03-11-2015
თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში განლაგებული  ავტორიზირებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებისათვის დაიწყო თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტით (მეტრო, ავტობუსი) შეღავათიანი მგზავრობის ბარათების გაცემა.
EMIS-ი ურბანული გამწვანების აქციას შეუერთდა
06-11-2015
6 ნოემბერს, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის თანამშრომლებმა თბილისის მერიის ურბანული გამწვანების ფარგლებში გამართულ აქციაში მონაწილეობა   მიიღეს.
საქველმოქმედო ღონისძიება ახალციხეში
07-12-2015
5 დეკემბერს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან  დაკავშირებით, საქველმოქმედო ღონისძიებაზე, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსის მოადგილე – მაია სიმონიძე  სისტემის თანამშრომლებთან ერთად ეწვია ქ. ახალციხის №7 საჯარო სკოლა პანსიონს. 
უფასო სკრინინგის პროგრამა
29-01-2016
„საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის გეგმის ფარგლებში, სკრინინგული კვლევებისადმი მოსახლეობის ხელმისაწვდომობის გაზრდის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 სექტემბრის №1974 განკარგულების საფუძველზე დამტკიცებული საყოველთაო სკრინინგის ღონისძიებებში მონაწილეობის მიზნით, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შესაძლებლობა ეძლევა  ჩაიტაროს უფასო სკრინინგი. 
პროფესიული სტუდენტების წარმატება
10-03-2016
8 მარტს თბილისი მოლში გაიმართა პროექტის ”დაიწყე ბიზნესი Fab Lab-თან ერთად” ფინალი, რომელსაც გამოფენა-გაყიდვის ფორმა ჰქონდა. 
"პროფესიული განათლებისა და დასაქმების რეფორმების ტექნიკური მხარდაჭერა საქართველოში"
16-03-2016
მიმდინარე წლის 14 მარტს, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში გაიმართა ევროკავშირის პროექტის "პროფესიული განათლებისა და დასაქმების რეფორმების ტექნიკური მხარდაჭერა საქართველოში" ფარგლებში შექმნილი ტექნიკური სამუშაო ჯგუფის მეოთხე შეხვედრა. 
პროფესიული განათლების მიღების მსურველთა საყურადღებოდ!
28-03-2016
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, მიმდინარე წლის 28 მარტიდან  იწყებს პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაციას,  რომელიც გაგრძელდება 10 აპრილის  ჩათვლით. 
2016-2017 სასწავლო წლისათვის პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება
30-03-2016
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აცხადებს პირველკლასელთა რეგისტრაციას 2016- 2017 სასწავლო წლისათვის.  
ფონდ Innove-ს ტრეინინგი თვითშეფასებისა და ავტორიზაციის საკითხებზე
14-04-2016
ფონდ Innove- საერთაშორისო პროექტის,   
პროფესიული განათლების განვითარების მხარდაჭერის ფარგლებში,  სტუმრად იმყოფებოდნენ  ესტონეთის განათლების სფეროს წარმომადგენლები.

პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაციის ინსტრუქცია
25-04-2016
პირველკლასელთა  საყოველთაო  ელექტონული  რეგისტრაცია 2016-2017  სასწავლო წლისათვის 4 მაისს - 09:00 საათზე დაიწყება. 
რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის  საინფორმაციო  სისტემის  ვებგვერდზე (registration.emis.ge) და დასრულდება 25 მაისს - 20:00 საათზე.

პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტთა საყურადღებოდ!
23-05-2016
23 მაისს,  განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის საზოგადოებრივ კოლეჯში დაიწყო სწავლა  შემდეგ პროფესიულ პროგრამებზე: 
პირველკლასელთა რეგისტრაციის III ეტაპი: 14 ივნისი - 30 ივნისი
13-06-2016
შეგახსენებთ რომ, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში  III  ეტაპის რეგისტრაცია განხორციელდება სკოლაში...
შშმ პირთა უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე
14-06-2016
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის საზოგადოებრივ კოლეჯს ეწვია. 

სტუდენტთა ოლიმპიადის გამარჯვებულთა დაჯილდოვება
15-07-2016
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის საზოგადოებრივ  კოლეჯში გაიმართა პროფესიულ სტუდენტთა ოლიმპიადა სამ პროფესიულ პროგრამაზე:
ვებ პროგრამირება;
კომპიუტერული ქსელების ადმინისტრირება;  
სამგანზომილებიანი გრაფიკა 3D MAX.

საგანმანათლებლო ტექნოლოგიების გამოფენა
26-09-2016
24 სექტემბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეცნიერებისა და ინოვაციების თბილისის ფესტივალის ფარგლებში, (Edu tech) საგანმანათლებლო ტექნოლოგიების გამოფენა გაიხსნა...

პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია იწყება!
26-09-2016
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის პროფესიული კოლეჯი მიმდინარე წლის 3 ოქტომბერს  იწყებს  პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაციას, რომელიც გაგრძელდება 16 ოქტომბრის  ჩათვლით.
მართვის სისტემა 2016 წლის ყველაზე ღია დაწესებულებად დასახელდა!
28-09-2016
28 სექტემბერი ინფორმაციაზე უნივერსალური ხელმისაწვდომობის საერთაშორისო დღეა.
კონკურსი საუკეთესო კონცეფციის შექმნაში "კრეათონი"
20-12-2016
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით, გამართეს კონკურსი „კრეათონი“
სკოლებში კოდირების კლუბები ინერგება
23-01-2017
საქართველოს 10 საპილოტე სკოლაში, კოდირების (პროგრამირების) კლუბების დანერგვის საპილოტე პროექტი მიმდინარეობს.....
Microsoft-ის ინჟინრების ვიზიტი
24-02-2017
21-23 თებერვალს, IT სისტემების განვითარების მხარდაჭერის ფარგლებში, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში სტუმრად იმყოფებოდნენ  Microsoft-ის ინჟინრები ბულგარეთის ოფისიდან...
"თქვენ დღეს სიცოცხლე გადაარჩინეთ"
24-03-2017
დღეს, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის თანამშრომლებმა სისხლის უანგარო დონაცია განახორციელეს და შეუერთდნენ სისხლის ჩაბარების აქციას...
2017-2018 სასწავლო წლისათვის პირველკლასელთა რეგისტრაციის II ეტაპი
01-05-2017
საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაციიის II ეტაპი  2017 წლის 8 მაისიდან  - 1 ივნისის ჩათვლით ხორციელდება. 


საინფორმაციო შეხვედრა თემაზე: "უსაფრთხოება, როგორც უწყვეტი პროცესი"
24-05-2017
2017 წლის 24 მაისს სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მის სისტემაში შევალი უწყებებისთვის გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა, თემაზე: „უსაფრთხოება, როგორც უწყვეტი პროცესი“.

2016-2017 სასწავლო  წლის კურსდამთავრებულთათვის ატესტატების გაცემა იწყება
16-06-2017
2017 წლის 21 ივნისიდან  სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი ატესტატებისა და ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სერტიფიკატების საყოველთაო გაცემა იწყება. 

2017-2018 სასწავლო წლისათვის პირველკლასელთა რეგისტრაციის III ეტაპი
16-06-2017
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აცხადებს პირველკლასელთა რეგისტრაციის  III ეტაპს: 2017 წლის 19 ივნისიდან - 30 ივნისის ჩათვლით.

ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი
12-07-2017
12 ივლისს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა თამარ სანიკიძემ და განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსმა - ლაშა ვერულავამ, ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
  სერტიფიცირებული დირექტორობის მსურველთა საყურადღებოდ!
29-08-2017

დირექტორობის უფლების მქონე პირებს, მათ მიერ თანხმობის განაცხადში მითითებული საჯარო სკოლების შეცვლის შესაძლებლობა აქვთ 8 სექტემბერს - 24:00 საათამდე.

ინფორმაცია თითოეული საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა რაოდენობის შესახებ იხილეთ აქ



გრიფირების განაცხადების რეგისტრაციით დაინტერესებულ პირთა საყურადღებოდ!
02-10-2017
მიმდინარე წლის 2 ოქტომბრიდან დაიწყო დაწყებითი საფეხურის (I-VI კლასების) სასკოლო სახელმძღვანელოებზე/სერიებზე გრიფირების განაცხადების რეგისტრაცია. 
პროფესიული განათლების მიღების მსურველთათვის რეგისტრაცია დაიწყო
03-10-2017
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, 4 ოქტომბრიდან  - 15 ოქტომბრის ჩათვლით,  აცხადებს  აპლიკანტებისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველად და შემდგომ საფეხურებზე რეგისტრაციას.
პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრირებულ აპლიკანტთა საყურადღებოდ!
24-10-2017
გაცნობებთ, რომ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველადი საფეხურის ტესტირება ჩატარდება - 2017 წლის 29 ოქტომბერს, ხოლო საცდელი ტესტირება ჩატარდება - 2017 წლის 28 ოქტომბერს.
სერტიფიცირებულ დირექტორობის მსურველთა საყურადღებოდ!
21-11-2017
გამოცხადდა ზოგიერთი საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსთვის წარდგენის მიზნით, დირექტორთა შერჩევის კონკურსის მეორე ეტაპი - დირექტორობის უფლების მქონე პირების მიერ თანხმობის განაცხადის ელექტრონული რეგისტრაცია  ვებგვერდზე  www.directors.mes.gov.ge.  

CyberEXE 2017 - კიბერსავარჯიშო 2017
18-12-2017
15 დეკემბერს სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ სამთავრობო კომპიუტერულ ინციდენტებზე სწრაფი დახმარების ჯგუფ „CERT.GOV.GE“-ს ორგანიზებით მორიგი ეროვნული კიბერსავარჯიშო გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორის გამოცდილი კიბერპროფესიონალები. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან წარმოდგენილი იყვნენ -ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერი - გიორგი გვასალია და სისტემური ადმინისტრატორი - ვანო ნარიმანიძე.

ვიზიტი ბრიტანეთის  საგანმანათლებლო ტენოლოგიების გამოფენაზე  (bett)
25-01-2018
ლონდონში, განათლების მსოფლიო ფორუმის ფარგლებში, სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსი - დიმიტრი ბერიძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ - მიხეილ ჩხენკელთან და მართვის სისტემის სხვა წარმომადგენლებთან ერთად...
გარე დაკვირვების მსურველ მასწავლებელთა რეგისტრაცია
19-02-2018
მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ფარგლებში, სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა მჭიდროდ თანამშრომლობს სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან, მათ შორის გარე დაკვირვების გავლის მსურველ  მასწავლებელთა  დაკავშირებით.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი
21-03-2018
სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას და ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს  შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. 

2018-2019  სასწავლო წლისათვის პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება
02-04-2018
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აცხადებს პირველკლასელთა რეგისტრაციას 2018- 2019 სასწავლო წლისათვის.  

სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ყველაზე ღია დაწესებულებად დასახელდა!
04-04-2018
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ანგარიშის მიხედვით, სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა 2017 წლის მონაცემებით საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობით ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებლით დასახელდა. 
2018 წლის 10 აპრილიდან 22 აპრილის ჩათვლით პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია იწყება
05-04-2018
ყველა დაინტერესებულ პირს აქვს  შესაძლებლობა,  სახელმწიფოს  სრული დაფინანსებით დაეუფლოს სასურველ პროფესიას  ტურიზმის,  მშენებლობის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სხვა მიმართულებებით.

ვებპორტალი „იყავი მეგობარი“
13-04-2018
უსაფრთხო სასკოლო გარემოს შექმნა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მთავარი პრიორიტეტია, სწორედ ამ თემას მიეძღვნა კონფერენცია, რომელიც განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გახსნა.

პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია
01-05-2018
პირველკლასელთა  საყოველთაო  ელექტონული  რეგისტრაცია 2018-2019  სასწავლო წლისათვის 8 მაისს - 09:00 საათზე დაიწყება.  


112-სა და EMIS-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
10-05-2018
შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-სა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ „განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას“ EMIS) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. 
განათლების ტრანსფორმაციის პლატფორმა „მაიკროსოფთ საქართველო“-ს ორგანიზებით
14-09-2018
13 და 14 სექტემბერს, კომპანია „მაიკროსოფთ საქართველო“-ს ორგანიზებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში მიმდინარეობს  სემინარი, ...
პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია იწყება
01-10-2018
2018 წლის  3 ოქტომბრიდან  19 ოქტომბრის ჩათვლით  პროფესიული  განათლების  მიღების  მსურველთა რეგისტრაცია  იწყება.
 შეხვედრა აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებთან
14-11-2018
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ხელმძღვანელმა დიმიტრი ბერიძემ, აზიის განვითარების ბანკის სოციალური მიმართულების ექსპერტებს - იუკო სარვის, ჰიტენდრა პილაის და გიორგი ლუარსაბიშვილს უმასპინძლა.
 შეხვედრა მსოფლიო  ბანკის წარმომადგენლებთან
15-11-2018
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ხელმძღვანელმა დიმიტრი ბერიძემ, მსოფლიო ბანკის განათლების ბლოკის მიმართულების ექსპერტებს - ჰუსეინ აბდულ ჰამიდს, სუბაშინ რაჯასეკარანს და ტომფსონ სევიმლს უმასპინძლა.