პროფესიული და უმაღლესი განათლების სამსახურის სტაჟირება- ვაკანსიის N 88295
02აგვისტო/8აგვისტო
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის პროფესიული და უმაღლესი განათლების სამსახურში დაგხვდებათ მეგობრული გარემო და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი. ანაზღაურებადი სტაჟირების ხანგრძლივობაა 4 თვე.
შესასრულებელი ამოცანები და ფუნქციები:
ა) პროფესიული და უმაღლესი განათლების სამსახურის საქმიანობის განხორციელების პროცესში მონაწილეობის მიღება;
ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ადმინისტრირების პროცესში მონაწილეობა;
გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების ელექტრონული სისტემის ადმინისტრირების პროცესში მონაწილეობა;
გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღების ორგანიზების, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველ პირთა რეგისტრაციის პროცესებში მონაწილეობის მიღება;
დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პროფესიულ სტუდენტთა, კურსდამთავრებულთა და საგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთა პერსონალური მონაცემების აღრიცხვის პროცესში მონაწილეობა;
ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოში ერთი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სტუდენტების მობილობის პროცესისა და ამ მიზნით შექმნილი ელექტრონული პორტალის ადმინისტრირების პროცესში მონაწილეობა;
ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ადმინისტრირების პროცესში მონაწილეობა;
ზ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, პირის მიერ მიღებული განათლების აღიარების/ნამდვილობის დადასტურების პროცესის ხელშეწყობის უზრუნველყოფის მიზნით დაწესებულების საგანმანათლებლო საქმიანობის შესახებ და პირის კანონიერი ჩარიცხვის შესახებ ინფორმაციის მოძიების პროცესში მონაწილეობა;
თ) ავტორიზებული, აგრეთვე, ლიკვიდირებული/საქმიანობაშეწყვეტილი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტატუსის შესახებ ინფორმაციის დამუშავების და დაინტერესებული პირებისათვის მიწოდების უზრუნველყოფის მიზნით, ინფორმაციის დამუშავება, სპეციალური ელექტრონული პლატფორმის შექმნისა და ადმინისტრირების პროცესში მონაწილეობა;
ი) პროფესიული და უმაღლესი განათლების სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში სხვა დამხმარე ამოცანების შესრულება.
დეტალური ინფორმაცია ვაკანტური ადგილის შესახებ იხილეთ ბმულის სახით
https://hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/88295?active=1