ადმინისტრაციული და სამართლებრივი უზრუვნელყოფის სამსახურის სტაჟირება - ვაკანსიის N 88244

02 აგვისტო/08 აგვისტო

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის  ადმინისტრაციული და სამართლებრივი უზრუვნელყოფის სამსახურში დაგხვდებათ მეგობრული გარემო და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი. ანაზღაურებადი სტაჟირების ხანგრძლივობაა 4 თვე.

 

 

შესასრულებელი ამოცანები და ფუნქციები:


ა) ადმინისტრაციული და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის საქმიანობის განხორციელების პროცესში მონაწილეობის მიღება;
ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტების, ხელშეკრულებების და მემორანდუმების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
გ) ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელების პროცესში მონაწილეობის მიღება;
დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაბამის ელექტრონულ სისტემებში მონაცემების და დოკუმენტების ატვირთვა/რეგისტრაცია;
ე) საქმისწარმოების მართვის მიმართულებით სამუშაო პროცესში მონაწილეობა;
ვ) ადმინისტრაციული და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში სხვა დამხმარე ამოცანების შესრულება.

 

დეტალური ინფორმაცია ვაკანტური ადგილის შესახებ იხილეთ ბმულის  სახით

 

https://hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/88244?active=1