შიდა აუდიტის სამსახურის სტაჟირება - ვაკანსიის N 88075

02 აგვისტო/08აგვისტო


განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შიდა აუდიტის სამსახურში დაგხვდებათ მეგობრული გარემო და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი. ანაზღაურებადი სტაჟირების ხანგრძლივობაა 4 თვე.

შესასრულებელი ამოცანები და ფუნქციები:


ა) შიდა აუდიტის სტრატეგიული და წლიური გეგმების მომზადებაში მონაწილეობა და ცალკეული დავალებების შესრულება;
ბ) შიდა აუდიტის წლიური გეგმით დამტკიცებულ აუდიტორულ შემოწმებაში მონაწილეობის მიღება (შიდა აუდიტორული შემოწმების ეტაპები: აუდიტის დაგეგმვა, განხორციელება, ანგარიშგება და გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი);
გ) შიდა აუდიტის წლიური ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
დ) მართვის სისტემის უფროსის ბრძანებით განსაზღვრულ არაგეგმიურ შიდა აუდიტორულ შემოწმებაში მონაწილეობა;
ე) შიდა აუდიტის სამსახურის საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით, არსებული კანონმდებლობის, სტანდარტების, მეთოდოლოგიების/ინსტრუქციების, სხვა დაწესებულებების მიდგომების ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავებაში მონაწილეობა;
ვ) შიდა აუდიტთან დაკავშირებული სამუშაო შეხვედრების, თათბირების ორგანიზება/მონაწილეობის მიღება;
ზ) შემოსული წერილების, შეტყობინებების, განცხადებების, კომპეტენციის ფარგლებში განხილვა, შესწავლა და შესაბამისი რეაგირება;
თ) შიდა აუდიტის სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში სხვა დამხმარე ამოცანების შესრულება.

 

დეტალური ინფორმაცია ვაკანტური ადგილის შესახებ იხილეთ ბმულის  სახით

 

https://hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/88075?active=1