ბიზნეს ანალიტიკოსი


    სამუშაოს აღწერა:

•    პროექტში მონაწილე მხარეებისაგან მოთხოვნების შეგროვება, დოკუმენტების ანალიზის, ინტერვიუებისა და შეხვედრების საშუალებით;
•    პროექტის ყველა მოთხოვნის დოკუმენტირება;
•    პროცესების დიზაინი;
•    მომხმარებლის ინტერფეისის დეტალური აღწერილობის შექმნა;
•    ბიზნეს პროცესების დიაგრამების შექმნა;
•    ფუნქციური სპეციფიკაციების შეთანხმება, როგორც ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან,
     ასევე, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის სპეციალისტებთან;
•    ფუნქციური ექსპერტის როლის შესრულება პროექტის დიზაინის, დაპროგრამების, ტესტირებისა და გაშვების ფაზებში;
•    გარკვეულ შემთხვევებში პროექტის მენეჯერის ფუნქციების შესრულება;

     მოთხოვნები:

•    ბიზნეს პროცესების ანალიზისა და მოდელირების გამოცდილება;
•    ამოცანის ანალიზის, კრიტიკული შეფასების, საკვანძო და პრობლემური საკითხების დადგენის და მათი გადაწყვეტის უნარი;
•    სამუშაოს  ვადის განსაზღვრა და მისი მისი ეფექტური მართვის უნარი;
•    რამდენიმე ამოცანაზე პარალელურად მუშაობის უნარი;
•    ორგანიზებულობა, კომუნიკაბელურობა, პუნქტუალურობა, დისციპლინირებულობა;
•    დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი .