კომპიუტერული ტექნიკის მხარდაჭერის სპეციალისტების შესარჩევი კონკურსი

სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ადგილობრივი IT სპეციალისტების შერჩევის მიზნით, აცხადებს კონკურსს საქართველოს შემდეგ რეგიონებში:
ჭიათურა; ახმეტა; ლაგოდეხი; ცაგერი; მარტვილი; წალენჯიხა; ასპინძა; მარნეული; რუსთავი; კასპი

სამუშაოს აღწერა:
•    TCP/IP ქსელის კონფიგურირება;
•    ანტივირუსული პროგრამების ინსტალირება/მოხმარება;
•    ქსელური საკაბელო სისტემის უზრუნველყოფა;
•    კომპიუტერული და ქსელური პრობლემების იდენტიფიცერება და აღმოფხვრა;
•    პერიფერიული აპარატურის კომპიუტერებთან მიერთება და ინსტალაცია (დრაივერების დაყენება);
•    სისტემის ბეკაპირება და აღდგენა;
•    Windows ან/და Linux სისტემების ცოდნა;

უნარ–ჩვევები:

•კომუნიკაბელურობა;
•პუნქტუალურობა;
•გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
•ანალიტიკური აზროვნება;
•მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV საჯარო სამსახურის ოფიციალური ვებ გვერდის მეშვეობით (hr.gov.ge)

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2013 წლის 1 აპრილი.