სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა აცხადებს ვაკანსიას კომპიუტერული ტექნიკის მხარდაჭერის სპეციალისტის თანამდებობაზე

შემდეგ რეგიონებში: 
ჭიათურა, ლაგოდეხი, ნინოწმინდა, ბოლნისი, თეთრიწყარო, წალკა, მესტია, ადიგენი, ასპინძა, ჩოხატაური, ხულო, ახალქალაქი, მარნეული.

სამუშაო აღწერილობა:
  TCP/IP ქსელის კონფიგურირება;
  ანტივირუსული პროგრამების ინსტალირება/მოხმარება;
  ქსელური საკაბელო სისტემის უზრუნველყოფა;
  კომპიუტერული და ქსელური პრობლემების იდენტიფიცერება და აღმოფხვრა;
  პერიფერიული აპარატურის კომპიუტერებთან მიერთება და ინსტალაცია (დრაივერების დაყენება);
  სისტემის ბეკაპირება და აღდგენა.

ძირითადი მოთხოვნები:
  სასურველია ბაკალავრის ხარისხი ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში;
  Windows ან/და Linux სისტემების ცოდნა.
  TCP/IP ქსელის კონფიგურირების ცოდნა;
  ანტივირუსული პროგრამების ინსტალირება/მოხმარების ცოდნა;
  ქსელური საკაბელო სისტემის უზრუნველყოფის ცოდნა;
  კომპიუტერული და ქსელური პრობლემების იდენტიფიცერებისა და აღმოფხვრის უნარი/ცოდნა;
  პერიფერიული აპარატურის კომპიუტერებთან მიერთებისა და ინსტალაციის (დრაივერების დაყენება) ცოდნა/უნარი;
  სისტემის ბეკაპირებისა და აღდგენის ცოდნა.

დამატებითი მოთხოვნები:
  კომუნიკაბელურობა;
  პუნქტუალურობა;
  გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  ანალიტიკური აზროვნება;
  მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV საჯარო სამსახურის ბიუროს ოფიციალური ვებ - გვერდის (www.hr.gov.ge) საშუალებით.
 განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2014 წლის  24 აპრილი

გამოქვეყნებულია 14.04.2014