დირექტორობის მსურველთა სააპელაციო ვადა იწურება

დირექტორობის მსურველთა სააპელაციო ვადა იწურება
29-04-2014
შეგახსენებთ, რომ იწურება დირექტორობის მსურველების მიერ დირექტორების შესარჩევი კონკურსის ტესტირების შეფასებასთან დაკავშირებული საპრეტენზიო განაცხადების  წარდგენის ვადები.

დირექტორობის მსურველებს, რომელთაც გაიარეს დირექტორების შესარჩევი კონკურსის ტესტირების ეტაპი 2014 წლის 29 მარტს, უფლება აქვთ დავალებათა სისწორესთან და პროცედურულ დარღვევასთან დაკავშირებული პრეტენზიები წარადგინოს შესაბამის რესურსცენტრში  არაუგვიანეს 2014 წლის 29 აპრილს, ხოლო დირექტორობის მსურველებს, რომელთაც გაიარეს დირექტორების შესარჩევი კონკურსის ტესტირების ეტაპი 2014 წლის 30 მარტს, უფლება აქვთ საპრეტენზიო განაცხადები წარადგინონ არაუგვიანეს 2014 წლის 30 აპრილს.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ვადის დარღვევით შემოსული საპრეტენზიო განაცხადები არ განიხილება.

ტესტირების შედეგებთან და პროცედურულ დარღვევასთან დაკავშირებული საპრეტენზიო განაცხადის განხილვის საფასური შეადგენს 50ლარს.

საფასური მსურველმა უნდა გადაიხადოს სს „ლიბერთი ბანკის“ შემდეგ ანგარიშზე:
მიმღები: ს.ს. „ლიბერთი ბანკი’’
ბანკის BIჩ კოდი: LBღთGE22
მიმღების ანგარიშის ნომერი: GE35LB0121168680693001

გადახდის დანიშნულებაში მითითებული უნდა იყოს ვისი საპრეტენზიო განაცხადის საფასურია გადახდილი. ტესტირების ტესტურ დავალებათა სისწორესთან და პროცედურულ დარღვევასთან დაკავშირებული საპრეტენზიო განაცხადი, საფასურის გადახდის დამადასტურებელ საბანკო ქვითართან ერთად, მსურველმა უნდა წარადგინოს იმ საგანმანათლებლო რესურსცენტრში, რომლის ტერიტორიაზეც განლაგებული იყო საგამოცდო ცენტრი, სადაც მან გაიარა ტესტირება.